Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიო ღამით: ყავის დეფიციტი, მამრობითი სქესის რისკები და კომპრომატული ვიდეო

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19–ის მძიმე შემთხვევების „აუხსნელი“ მიზეზი შესაძლოა პაციენტის გენეტიკურ მიდრეკილებებში იმალებოდეს, აცხადებს ფრანგი იმუნოლოგი, პროფესორი ჟან–ლორან კაზანოვა

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 249 662 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 154 254 და განკურნებულია 569 990 პაციენტი. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 706 779 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (190 839), მესამეზე — იტალია (172 434).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 77-ს შეადგენს.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული და მასთან დაკავშირებულის რამდენიმე საინტერესო მოვლენა, რომლებიც მსოფლიოში 17–18 აპრილის ღამით მოხდა, ასე გამოიყურება:

  • ამერიკული მხარე რამდენიმე გამოძიებას აწარმოებს, რათა დაადგინოს კორონავირუსის წარმოშობა, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ სადაც უნდა წარმოშობილიყო [ვირუსი], ის ჩინეთიდან მოვიდა — მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმით“, — აღნიშნა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.
  • რუსმა მეცნიერებმა დაასრულე მუშაობა ტესტ–სისტემებზე, რომლებიც ადამიანში კორონავირუსის ანტისხეულების არსებობას დაადგენს;
  • „მამრობითი სქესისადმი კუთვნილება, სრულიად აშკარაა, რომ COVID–19–ით დაავადების ერთ–ერთი რისკფაქტორია, თუმცა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით“, – აცხადებს ინგლისის მთავარი ექიმი კრის უიტი; 
  • კორონავირუსის ეპიდემიამ სამხრეთ ამერიკაში შესაძლოა ყავის დეფიციტი გამოიწვიოს, იუწყება სააგენტო Bloomberg–ი.
  • კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეალურად შესაძლოა ათჯერ მეტი იყოს, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, აცხადებს ამერიკელ მკვლევართა ჯგუფი, რომელთა კვლევაც medRxiv–ზეა გამოქვეყნებული;
  • პერუს იმედი აქვს, რომ სამედიცინო ნიღბებსა და კორონავირუსის გამოსავლენ ექსპრეს–ტესტებს  ჩინეთიდან „საიდუმლო“ მარშრუტით მიიღებენ, ვინაიდან, პანდემიის ფონზე,  არსებობს სხვა ქვეყნების მიერ ტვირთის „მითვისების“ საფრთხე, – წერს Reuters–ი; 
  • დონალდ ტრამპი გამოტყდა, რომ პანდემიის დაწყების დღიდან მხოლოდ ერთხელ გავიდა თეთრი სახლიდან, როდესაც სამხედრო–სამედიცინო ხომალდი ნიუ–იორკისკენ გააცილა;
  • ბერლინის ზოოპარკის თანამშრომლები აღშფოთებულები არიან ნოიმიუნსტერის ზოოლოგიური ბაღის დირექტორის განცხადებით, რომ COVID–19–ის პანდემიით შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, შესაძლოა ზოგი ცხოველი დააძინონ საკვების ნაკლებობის გამო;
  • ბრიტანეთის ზოოპარკის ბინადარი ვარდისფერი ფლამინგო რეგულარულად არღვევს თვითიზოლაციის რეჟიმს და ყოველდღე სეირნობს ქალაქ დადლის ქუჩებში, აცხადებენ ზოოპარკის თანამშრომლები და „კომპრომატულ“ ვიდეოს აქვეყნებენ;
  • COVID-19–ის მძიმე შემთხვევების „აუხსნელი“ მიზეზი შესაძლოა პაციენტის გენეტიკურ მიდრეკილებებში იმალებოდეს, აცხადებს ფრანგი იმუნოლოგი, პროფესორი ჟან–ლორან კაზანოვა;
  • იტალიაში პარასკევს კორონავირუსული ინფექციის კუთხით ერთბაშად ორი დადებითი რეკორდი დამყარდა: დღეღამეში ახალი შემთხვევების რაოდენობამ ეპიდემიის დაწყების დღიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეადგინა — 355 ახალი შემთხვევა, ხოლო განკურნებულების რიცხვმა — ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია — 2563 გამოჯანმრთელებული...

 

ყველა ახალი ამბავი
0