Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დასტურდება კორონავირუსის ახალი სიმპტომები და შედეგები: ვირუსის „ეჭვგარეშე“ უნარი

© photo : Irakli Garibashvili / FBექიმი საველე ჰოსპიტალში
ექიმი საველე ჰოსპიტალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესორის თქმით, რამდენ ხანს შენარჩუნდება კორონავირუსით დაავადების ამგვარი შედეგები, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. კორონავირუსული ინფექციის კიდევ ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს გამონაყარი ფეხებზე, აცხადებენ იტალიელი და ესპანელი მედიკოსები, რის თაობაზეც წერს გამოცემა Dayli Mail. 

​ექიმების თქმით, COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ ყოველ მეხუთე იტალიელს კანის პრობლემები აღენიშნება და ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში ფიქსირდება.

ესპანეთის პედიატრთა ასოციაციაში აღნიშნეს, რომ კორონავირუსის დროს კანზე გამონაყარი ჩუტყვავილასა და წითელასათვის დამახასიათებელ გამონაყარს ჰგავს. როგორც წესი, სიწითლე ფეხის თითებზე ჩნდება და საბოლოოდ ისე ალაგდება, რომ კვალს არ ტოვებს. 

ორი ქვეყნის მედიკოსები მოუწოდებენ საზოგადოებას, მთელი სერიოზულობით მიუდგნენ მსგავსი გამონაყარის გამოვლინებას და მსგავსი სიმპტომის შემთხვევაში ყურადღებით დააკვირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე იგივე სიმპტომებზე ალაპარაკდნენ ფრანგი დერმატოლოგ-ვენეროლოგებიც, რომლებმაც კანზე გამონაყარი გარეგნულად ჭინჭრის ციებას შეადარეს. 

ექიმი პალატაში - Sputnik საქართველო
ყურადღება მიქციეთ კანს: ფრანგი მეცნიერები COVID-19-ის ახალ სიმპტომს ასახელებენ

ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ პაციენტებს, რომლებმაც კორონავირუსის მძიმე ფორმა გადაიტანეს, აღენიშნებათ ფილტვების მოცულობის შემცირება და თავის ტვინის ფუნქციონირების გაუარესება. ამგვარი დასკვნის შესახებ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (აშშ) სისტემური ბიოლოგიის პროფესორი ანჩა ბარანოვა აცხადებს.

მისი თქმით, მძიმე ფორმის COVID-19-სგან განკურნების შემდეგ ახალგაზრდა პაციენტებს სირბილი უჭირთ, ხოლო ხანდაზმულებს – კიბეებზე ასვლა, რაც მანამდე მათთვის დამახასიათებელი არ იყო.

გარდა ამისა, როგორც პროფესორი განმარტავს, COVID-19-ის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ არაერთი ნევროლოგიური სიმპტომი.

„მაგალითად, მძიმე ფორმის დროს ხანდაზმულებს უფიქსირდებათ გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია. ეჭვგარეშეა, რომ ვირუსს აქვს უნარი, გამოიწვიოს ნეიროანთება“, — აცხადებს სპეციალისტი.

ბიოლოგის თქმით, რამდენ ხანს შენარჩუნდება კორონავირუსით დაავადების ამგვარი შედეგები, ჯერჯერობით უცნობია. ყოველ შემთხვევაში, განკურნებული პაციენტები ამბობენ, რომ დაბინდული აზროვნება და დაღლილობის შეგრძნება საავადმყოფოდან გაწერის შემდეგაც უგრძელდებათ.

COIVD-19-ის ფსიქოლოგიური შედეგები: ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს>>

მანამდე კორონავირუსული პანდემიის გამო ხანგრძლივი იზოლაციით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორებიცაა დეპრესიები, პოსტტრავმული აშლილობები და სუიციდური განწყობები, არ გამორიცხა იტალიელმა ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა სარა რეჯინელამ.

ყველა ახალი ამბავი
0