Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიო ღამით: ბოლო მონაცემები, დროებით გათავისუფლებული პატიმრები და ფულადი კომპენსაცია

© REUTERS / JUAN MEDINAესპანელ მედიკოსებს ინფიცირებული საავადმყოფოში გადაჰყავთ
ესპანელ მედიკოსებს ინფიცირებული საავადმყოფოში გადაჰყავთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მომავალში უნდა მოიძებნოს კორონავირუსის პანდემიაში დამნაშავე და ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 920 985 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 119 686 და განკურნებულია 2 935 006 პაციენტი. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 582 580 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (170 099), მესამეზე — იტალია (159 516). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 71-ს შეადგენს. 

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული და მასთან დაკავშირებულის რამდენიმე საინტერესო მოვლენა, რომლებიც მსოფლიოში 13–14 აპრილის ღამით მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გეგმაზე მუშაობას ამთავრებს. პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ქვეყანას იმაზე ადრე „გახსნის“, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო;
  • ექსპერტების აზრით, შენგენის ზონის ქვეყნებმა შესაძლოა მათ ტერიტორიებზე შესვლის მსურველებს COVID-19-ზე ტესტის პასუხი მოსთხოვოს. ევროკომისია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს აღნიშნულთან დაკავშირებით;
  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბრისას განაცხადა, რომ მომავალში უნდა მოიძებნოს კორონავირუსის პანდემიაში დამნაშავე და ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. მან კიდევ ერთხელ დაადანაშულა ჩინეთი, რომ ქვეყანამ დროულად არ განაცხადა ინფექციის შესახებ;
  • აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების საკომპენსაციოდ მიმდინარე კვირაში 80 მილიონზე მეტ ადამიანზე გასცემს პირდაპირ დაფინანსებას. თანხა თითო ზრდასრულ ადამიანზე 1200 დოლარს შეადგენს, ხოლო 17 წლამდე მოზარდზე — 500 დოლარს;
  • თურქეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსის პანდემიის გამო ციხეებიდან დროებით გაათავისუფლოს 90 ათასი პატიმარი;
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ არა მარტო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, არამედ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდანაც შეიძლება გაიყვანოს. მისი თქმით, ჯანმოს დაფინანსების საკითხს „კვირის ბოლომდე“ მიიღებს;
  • რუსი ექსპერტი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია „თავისებური სცენარით“ განვითარდა, რომელიც ჯერჯერობით სხვებს არ ჰგავს. მისი თქმით, ეს არც „მძიმე ამერიკული, ესპანური თუ იტალიური სცენარია და არც უფრო მსუბუქი ბერძნული ან ავსტრიული“...

 

ყველა ახალი ამბავი
0