Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ორცოლიანი მამაკაცის გასაჭირმა პოლიციელები გაახალისა: შეკითხვა პირდაპირ ეთერში

© AFP 2024 / GIUSEPPE CACACEРобот-полицейский в Дубае
Робот-полицейский в Дубае - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველები გაახალისა ორცოლიანი მოქალაქის თხოვნამ რადიოს პირდაპირ ეთერში, რაზეც მან პოლიციის მაღალჩინოსნისგან გონებამახვილური პასუხი მიიღო.

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. დუბაის (არაბთა გაერთიანებული საამიროები) მკვიდრმა ორცოლიანმა მამაკაცმა პოლიციას პირდაპირ რადიოეთერში სთხოვა, კარანტინის პირობებში სახლიდან გასვლისა და მეორე ცოლის მონახულების უფლება მიეცათ, იუწყება Gulf Today. 

პატარა ბიჭუნა კედელზე წერს სიტყვას „დედა“ - Sputnik საქართველო
დედას ვერაფერი შეაჩერებს: შვილის დასაბრუნებლად ქალმა მარტომ გაიარა ათასობით კილომეტრი

გავრცელებული ინფორმაციით, დუბაის პოლიციის თანამშრომლები რადიოს პირდაპირი ეთერით მოქალაქეების კითხვებს პასუხობდნენ და განმარტებებს აძლევდნენ მათ იზოლაციის წესებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთმა მსმენელმა მათ განუცხადა, რომ ჰყავს ორი ცოლი, მაგრამ ერთთან ცხოვრობს, მეორეს კი დროგამოშვებით ნახულობს ხოლმე, თუმცა, შეზღუდვების გამო, ახლა მასთან სტუმრობას ვეღარ ახერხებს. მამაკაცმა პოლიციას სთხოვა, დაეშვათ გამონაკლისი და მეორე მეუღლის მონახულების ნებართვა მიეცათ.

სამართალდამცველები გაახალისა ორცოლიანი მოქალაქის გასაჭირმა. საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის შეფმა კი მას ურჩია, პოზიტიურად შეეხედა არსებული ვითარებისთვის და აღექვა ეს, როგორც კარგი საბაბი მეორე ცოლისგან დროებით დასასვენებლად.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ახალი კორონავირუსით 2 990 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაცვლილია 14 და განკურნებულია 168 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0