17:29 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1677)
65 0 0

დღეს გამართულ ონლაინ-სხდომაზე OPEC+ აპირებს განიხილოს ნავთობის სადღეღამისო მოპოვების შემცირების საკითხი, რათა ბაზარზე წინა შეთანხმების ჩაშლით გამოწვეული დესტაბილიზაცია დარეგულირდეს.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ალიანსის OPEC+-ის სხდომის წინ, რომელზეც მოპოვებების შემცირების საკითხი იქნება განხილული, ნავთობის ფასები ზრდას განაგრძობს, რაზეც ვაჭრობის შედეგები მეტყველებს. 

დილის 08:54 სათის მდგომარეობით (თბილისის დრო), ივნისის ფიუჩერსების ფასი Brent-ის მარკის ჩრდილოეთის ზღვის შენართებზე 0,7%-ით გაიზარდა და 33,07 დოლარი შეადგინა ერთ ბარელზე, ხოლო მაისის ფიუჩერსების ფასი WTI-ზე 2,95%-ით გაძვირდა და 25,83 დოლარს მიაღწია ბარელზე.

დღეს გამართულ ონლაინ-სხდომაზე OPEC+ აპირებს განიხილოს ნავთობის სადღეღამისო მოპოვების შემცირების საკითხი, რათა ბაზარზე წინა შეთანხმების ჩაშლით გამოწვეული დესტაბილიზაცია დარეგულირდეს.

ნავთობის სადღეღამისო მოპოვებების 10–15 მილიონი ბარელით შემცირებაზე იმედი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა OPEC+-ის ახალ შეთანხმებაში მონაწილეობის მზადყოფნის შესახებ განცხადება გაავრცელა. მასმედიის ცნობით, მოსკოვი მზადაა ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 1,6 მლნ ბარელით შეამციროს.

ბაზრის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ სხდომა დადებით შედეგებს გამოიღებს. მაგალითად, ალჟირის ენერგეტიკის მინისტრი ნაყოფიერ დიალოგს ელოდება, ხოლო National Australia Bank-ის ნედლეულის კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი საჰლან საჰი ფიქრობს, რომ შეხვედრა „მცირე სიხარულს მოიტანს მოკლევადიან პერსპექტივაში“.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1677)

მთავარი თემები