მსოფლიო ღამით: პრეპარატი 48 საათში ეფექტით და დელფინების ჰუმანიტარული დახმარება ხალხს

© AP Photo / Fernando Vergaraკორონავირუსი იტალიაში
კორონავირუსი იტალიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ფარავს ზღვიდან გამორიყული ქაფშია სანაპიროს. მოსახლეობა ხუმრობს, რომ დელფინებმა ადამიანებს ჰუმანიტარული დახმარება გამოუგზავნეს.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 484 811 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 88 538 და განკურნებულია 329 826 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან.  

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 432 132 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (148 220), მესამეზე — იტალია (139 422). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 62-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 8–9 აპრილის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: 

  • სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო ყირიმის დაბა ჩერნომორსკოედან, სადაც ზღვიდან გამორიყულმა ქაფშიამ სანაპირო დაფარა. მოსახლეობა არ დაიბნა და საღამოსთვის სანაპირო თევზისგან „დაცალა“. ქაფშიის გამორიყვის ძირითადად მიზეზად დელფინები დაასახელეს. მოსახლეობა ხუმრობს, რომ დელფინებმა ადამიანებს ჰუმანიტარული დახმარება გამოუგზავნეს;
View this post on Instagram

A post shared by КРЫМ |СИМФЕРОПОЛЬ |СЕВАСТОПОЛЬ (@more.kryma) on

  • სამხრეთ კორეაში COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის გენომს აქამდე არ გამოუვლენია მუტაციის ნიშნები, აცხადებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი;
  • პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატი „ივერმეკტინი“ წინააღმდეგობას უწევს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის უჯრედების ბირთვში შეღწევას, რის გამოც ის ეფექტურია კორონავირუსის სამკურნალოდ. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ის უკვე გამოსცადეს და დაასკვნეს, რომ პრეპარატი 48 საათში იძლევა შედეგს (აღნიშნულ თემას "Sputnik-საქართველო" ცალკე მასალად გთავაზობთ); 
  • ჟურნალ Vogue Italia-ს აპრილის ნომრის ყდა აბსოლუტურად თეთრი იქნება. ამის შესახებ რედაქციამ ჟურნალის Instagram-ზე განაცხადა.
View this post on Instagram

A post shared by Vogue Italia (@vogueitalia) on

„ეს ფერი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ერთდროულად ბევრი რამის სიმბოლოა: თეთრი — ეს არის პატივისცემის, ეს არის თავიდან დაბადების (სინათლე სიბნელის შემდეგ) და ყველა ფერის ჯამი. ეს არის იმ ადამიანების უნიფორმის ფერი, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს წირავენ ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად“, — წერს იტალიური „ვოგის“ რედაქცია;
  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხის გადახედვა დაიწყო, „ვინაიდან მოსალოდნელ შედეგს ვერ ხედავენ“. თუმცა ჯანმოს გენერალური მდივნის შეცვლის საკითხი ამ დროისთვის არ დგას. „ამ საკითხს სხვა დროისა და სხვა ადგილისთვის გადავდებთ — ვინ, რა და როგორ გააკეთა“, — განაცხადა პომპეომ;
  • კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკას 5 ტრილიონ დოლარზე მეტი ზარალი მიადგება ორი წლის განმავლობაში, ასკვნიან უოლ-სტრიტის ბანკების ექსპერტები...
ყველა ახალი ამბავი
0