01:08 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1825)
41 0 0

OPEC-ის ანალიზის მიხედვით, საწვავზე მსოფლიო მოთხოვნა 2020 წლის მეორე კვარტალში დღე-ღამეში 11,9 მლნ ბარელამდე დაეცემა.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ნავთობექსპორტიორთა ალიანსმა ნავთობის მოპოვების შემცირების რამდენიმე ვარიანტი მოამზადა OPEC+-ის წევრი ქვეყნების 9 აპრილს დაგეგმილი შეხვედრისთვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Bloomberg ორგანიზაციის მასალებზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, ნავთობის სადღეღამისო მოპოვება წლის ბოლომდე 10 მლნ ბარელით უნდა შემცირდეს. 

OPEC-ის ანალიზის მიხედვით, საწვავზე მსოფლიო მოთხოვნა 2020 წლის მეორე კვარტალში დღე-ღამეში 11,9 მლნ ბარელამდე დაეცემა.

OPEC+-ის სხდომა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ვითარების სტაბილიზაციის მიზნით ნავთობის მოპოვების შემცირებას ეძღვნება, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება ხუთშაბათს, ხოლო პარასკევს G20-ის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების თათბირი გაიმართება ამავე თემაზე.

როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости წერს, წყაროს ინფორმაციით, ალიანსის საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ „დიდი ოცეულის“ ენერგეტიკის მინისტრების თათბირის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. 

ნავთობის ფასები 6 მარტს თითქმის ორჯერ დაეცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე შემცირებული მოთხოვნებისა და ასევე OPEC+-ის შეთანხმების ამოწურვის გამო. ალიანსის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების შესახებ. შედეგად – 1 აპრილიდან OPEC+-ის შეთანხმების ყოფილ წევრ ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ აღარანაირი ვალდებულება აღარ აქვთ. 

დონალდ ტრამპი ნავთობზე მაღალი საბაჟო გადასახადის დაწესებას აპირებს>>

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეთანხმების გაგრძელების მომხრე იყო, რათა ალიანსის წევრ ქვეყნებს შემდგომში უფრო აწონილ–დაწონილი გადაწყვეტილება მიეღოთ.

ნავთობის ფასების ვარდნის მიზეზად პრეზიდენტმა პუტინმა 3 აპრილს, გარდა კორონავირუსის პანდემიისა, შეთანხმებიდან საუდის არაბეთის გასვლა, მის მიერ ნავთობის სადღეღამისო მოპოვების გაზრდა და ასევე ერ–რიადის ის განცხადება დაასახელა, რომელიც ნავთობზე ფასების დაკლებას ითვალისწინებდა.

მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა და ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადეს, რომ ნავთობის ბაზარი ერთობლივ მოქმედებას მოითხოვს, ამიტომ რუსი მენავთობეები მზად არიან ამგვარი ნაბიჯების გადასადგმელად, ოღონდ OPEC+-ის წევრ ქვეყნებთან და ისეთ მსხვილ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებთან ერთად, როგორიც შეერთებული შტატებია.

პრეზიდენტ პუტინის თქმით, ერთად ქვეყნები შეძლებენ, რომ ნავთობის სადღეღამისო მოპოვება 10 მლნ ბარელით შემცირდეს და კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდეს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1825)

მთავარი თემები