Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი ხმით გამოვლინდება – ამუშავდა დანართი COVID-19 Sounds

© Pixabay / Mohamed_hassan ხველება ინფექციის დროს
ხველება ინფექციის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანართი COVID-19 Sounds უკვე ხელმისაწვდომია Chrome-ისა და Firefox-ის ბრაუზერებისთვის. მალე გამოჩნდება მისი ვერსიები Android-ისა და iOS-ის სმარტფონებისთვის.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. კემბრიჯის უნივერსიტეტის სწავლულებმა შექმნეს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ხველებაში, ასევე მათ ხმასა და სუნთქვაში მომხდარი ცვლილებების შესახებ მონაცემებს შეკრებს, იუწყება Daily Mail.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
დანართი სმარტფონებისთვის: ევროპა COVID-19-ის ვირუსმატარებლების თვალთვალს იწყებს

მეცნიერების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19 რესპირატორული დაავადებაა, მას თან ახლავს ცვლილებები ხმასა და სუნთქვაში. კემბრიჯელი მეცნიერები სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შექმნიან ალგორითმს, რომელიც კორონავირუსულ დაავადებას აღნიშნული პარამეტრების საფუძველზე დაადგენს. 

„იმედი გვაქვს, რომ შევკრებთ საკმარისი რაოდენობის მონაცემებს და ხველებასა თუ ხმას მომავალში [კორონავირუსით ინფიცირების] ადრეული დიაგნოსტიკისთვის გამოვიყენებთ“, – განაცხადა კემბრიჯის პროფესორმა სესილია მასკოლომ, რომელიც ხელმძღვანელობს დანართის შექმნას. 

დანართი COVID-19 Sounds უკვე ხელმისაწვდომია Chrome-ისა და Firefox-ის ბრაუზერებისთვის. მალე გამოჩნდება მისი ვერსიები Android-ისა და iOS-ის სმარტფონებისთვის. 

დანართს სჭირდება მომხმარებლების დემოგრაფიული და სამედიცინო მონაცემები, მათი ხმის, ხველებისა და სუნთქვის ნიმუშები და ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, აქვთ თუ არა დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირება.

აღსანიშნავია, რომ დანართი არ გასწევს სამედიცინო კონსულტაციას, ის მხოლოდ ინფორმაციას კრებს სამეცნიერო კვლევებისთვის.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გარდა COVID-19-ის შესახებ მონაცემებისა, ისინი ასევე შეძლებენ სხვა რესპირატორული დაავადებების შესახებ ინფორმაციის შეკრებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0