Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიო ღამით: ახალი ფლეშმობი ადამიანი-ობობისგან და ძეგლი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა

© Sputnik / STRINGERსამხედრო ბლოკ-პოსტი თბილისთან
სამხედრო ბლოკ-პოსტი თბილისთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანი-ობობამ, მსახიობმა ტომ ჰოლანდმა ახალი ფლეშმობი ჩაუშვა სოციალურ ქსელში და შესაბამისი ვიდეო Twitter-ზე გამოაქვეყნა ესტაფეტა ჯეიკ ჯილენჰოლსა და რაიან რეინოლდსს გადასცა

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 181 ქვეყანაში ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე 1 100 283 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 58 929 და განკურნებულია 226 669 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 277 965 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (119 827), მესამეზე — ესპანეთი (119 199). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 55-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 2–3 აპრილის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: 

  • ადამიანი-ობობის როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ტომ ჰოლანდმა ახალი ფლეშმობი ჩაუშვა სოციალურ ქსელში. შესაბამისი ვიდეო Twitter-ზე გამოაქვეყნა და ესტაფეტა მსახიობ ჯეიკ ჯილენჰოლსა და რაიან რეინოლდსს გადასცა;
  • ​რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კრედიტორებს აპრილის გადასახადები მაისამდე არ გადაუვადა;  
  • ამერიკელმა მომღერალმა Pink-მა განაცხადა, რომ კორონავირუსითაა დაავადებული და  რომ COVID-19-თან ბრძოლის ფონდებში მილიონ დოლარს რიცხავს;
  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიკოსებს ახალი რეკომენდაციები მისცა სახის დაფარვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თავად ამ წესებს არ დაიცავს.
    „მე თავს კარგად ვგრძნობ. ვიჯდე ოვალურ კაბინეტში ამ მშვენიერ მაგიდა „რეზოლუტთან“ ნიღაბში და მივიღო პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, დიქტატორები და მეფეები  ― ეს საჩემო ამბავი არ არის“, ― განაცხადა მან. 
  • მადრიდში წელამდე შიშველი და ორი ხმლით შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ქუჩაში ყვირილით დადიოდა, საბოლოოდ პოლიციელებს დაესხა თავს. მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ COVID-19-ით იყო დაავადებული; 
  • ​პრაღის ერთ-ერთი რაიონის მამასახლისმა ონდრჟეი კოლარჟმა საჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლის აღება იმით გაამართლა, რომ მას ნიღაბი არ ეკეთა. „ნიღაბი არ ეკეთა. წესები კი ყველასთვის ერთნაირია“, ― დაწერა მან საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე...
ყველა ახალი ამბავი
0