02:13 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1684)
11120

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ვერ მიიღო რუსეთის დეკლარაცია სანქციების მოხსნის თაობაზე, რაშიც მას ხელი რამდენიმე სახელმწიფომ შეუშალა, მათ შორის, საქართველომ

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, საქართველომ და უკრაინამ გაეროს გენერალურ ასამბლეას არ მიაღებინეს რუსეთის მიერ წამოყენებული წინადადება ქვეყნებისთვის ცალმხრივად დაწესებული სანქციების გაუქმების თაობაზე, „რომლებიც ხელს უშლის ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლაში“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მოუწოდა G20–ის ლიდერებს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, გაეუქმებინათ სანქციები, რომლებიც ხელს უშლიდა ქვეყნებს მიეწოდებინათ კვების პროდუქტები, სამედიცინო დახმარება და პირველი საჭიროების ნივთები.

„სამწუხაროა, რომ სანქციების პოლიტიკის აპოლოგეტი სახელმწიფოების მცირე ჯგუფი მზად არ აღმოჩნდა გამოხმაურებოდა გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას და არ გადაუხვია პოლიტიზირებულ მიდგომებსა და ინტერესებს“, — განაცხადეს რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში.

მოსკოვის მიერ შეთავაზებული დეკლარაციის ტექსტის თანახმად, სახელმწიფოები თანხმდებოდნენ, ეთანამშრომლათ ერთმანეთთან და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის, ისე დაავადების მკურნალობისა და მისი შეკავების მეთოდების შემუშავების კუთხით. 

გარდა ამისა, დოკუმენტი მოუწოდებდა სახელმწიფოებს, დახმარება აღმოეჩინათ ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი — განვითარებადებისთვის, ასევე უარი ეთქვათ სავაჭრო ომებზე და ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესებულ სანქციებზე.

რუსეთის გარდა, დეკლარაციის ავტორი კიდევ 28 სახელმწიფო იყო. 

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებით, მიუხედავად დოკუმენტის ბლოკირებისა, რუსეთი განაგრძობს კოორდინაციას თანამოაზრეებთან აღნიშნულ საკითხზე და მოსკოვი იმედოვნებს, რომ მას ყველა დაინტერესებული ქვეყანა შეუერთდება.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1684)

მთავარი თემები