მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უფრო მსუბუქი, მაგრამ... მეცნიერები კორონავირუსის ახალ მუტაციაზე ალაპარაკდნენ

© photo: Sputnik / Kirill Kallinikovსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინელმა სამხედრო მკვლევარებმა აღმოაჩინეს საშუალო ხნის მამაკაცი, რომელსაც დაავადება 49 დღის განმავლობაში უგრძელდებოდა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ხანგრძლივობით დაავადების სხვა შემთხვევებს.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ჩინელი მეცნიერები საზოგადოებას კორონავირუსის ახალი მუტაციის თაობაზე აფრთხილებენ, რომლითაც ადამიანები შესაძლოა უახლოეს ორ თვეში დაინფიცირდნენ, იუწყება გამოცემა Mirror-ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელმა სამხედრო მკვლევარებმა აღმოაჩინეს საშუალო ხნის მამაკაცი, რომელსაც დაავადება 49 დღის განმავლობაში უგრძელდებოდა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ხანგრძლივობით დაავადების სხვა შემთხვევებს.  

მანამდე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებიც COVID-19-სგან განიკურნენ, დაავადებაზე უარყოფით პასუხს ტესტი საშუალოდ 20 დღეში აძლევდა, ხოლო ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევა 37 დღით განისაზღვრებოდა. 

ექიმები - Sputnik საქართველო
COVID-19-სგან განკურნებულები, შესაძლოა, კვლავ გადამდებებად რჩებოდნენ: ჩინური კვლევა

როგორც ირკვევა, სამხედრო ექიმების მიერ აღმოჩენილ პაციენტს (რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება), მიუხედავად იმისა, რომ დაავადება უჩვეულოდ დიდხანს გაუგრძელდა, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა. საავადმყოფოში გადაყვანიდან მოკლე ხანში კი დაზიანებული ფილტვები აღუდგა.

ჩინელი სპეციალისტების აზრით, ამ მამაკაცის შემთხვევაში კორონავირუსის მუტაციურ ვერსიასთან ჰქონდათ საქმე, რომელმაც „თავის პატრონთან სიმბიოზური ურთიერთობა ჩამოაყალიბა“.

მკვლევარები აცხადებენ, რომ შესაძლოა ეს მიანიშნებდეს COVID-19-ის ახალ, მსუბუქ ტიპზე, რომელიც, შესაძლოა, არც ისე გადამდები იყოს, მაგრამ უფრო ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებდეს. 

მანამდე ასევე ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსი SARS-CoV-2, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, ნახველისა და განავლის სინჯებში მას შემდეგაც შეიძლება აღმოჩნდეს, რაც კორონავირუსი ცხვირ-ხახიდან აღებულ სინჯებში აღარ ფიქსირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსული პნევმონიისგან გამოჯანმრთელებული ადამიანი შესაძლოა კვლავაც გადამდებად რჩებოდეს. 

ყველა ახალი ამბავი
0