09:28 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (870)
120 0 0

ლონდონელმა მეცნიერებმა პანდემიის რამდენიმე სცენარის მათემატიკური მოდელი შექმნეს და დაადგინეს, რამდენი ადამიანი შეიძლებოდა დაღუპულიყო ვირუსით უკვე წელს.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. რომ არა საკარანტინო ღონისძიებების დაწესება და მისი დაცვა, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონობით კაცს მიაღწევდა, წერს გამოცემა South China Morning Post ლონდონის სამეფო კოლეჯის კვლევაზე დაყრდნობით. 

ლონდონელმა მეცნიერებმა პანდემიის რამდენიმე სცენარის მათემატიკური მოდელი შექმნეს და დაადგინეს, რომ საკარანტინო ღონისძიებების, განსაკუთრებით, სოციალური კონტაქტების შემცირების გარეშე ახალი კორონავირუსის პანდემიით დაღუპულთა რაოდენობა უკვე 2020 წელს 20 მილიონ კაცს მიაღწევდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დისტანცირება შემოღებული არ იქნებოდა, მაშინ მსხვერპლის რაოდენობა გაორმაგდებოდა და 40 მლნ კაცს შეადგენდა.

ექსპერტების აზრით, კატასტროფული მაჩვენებლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ ასაკოვანმა ადამიანებმა კონტაქტები 60%-ით, ხოლო დანარჩენებმა 40%-ით მაინც შეამცირონ.

ბრიტანელი სწავლულები დარწმუნებული არიან, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებისგან თავის დასაცავად კიდევ უფრო აგრესიული ზომების გატარება მსხვერპლის მაჩვენებელს ბევრად დასწევდა.

მათი თქმით, ინფექციის გავრცელების ადრეულ ეტაპზე უფრო ინტენსიური და ფართომასშტაბიანი სოციალური დისტანცირება (დაახლოებით 75%-ით) 38,7 მლნ ადამიანის სიცოცხლეს იხსნის.

COVID-19-სგან განკურნებულები, შესაძლოა, კვლავ გადამდებებად რჩებოდნენ: ჩინური კვლევა>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 180 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 937 567 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 47 256 და განკურნებულია 194 311 პაციენტი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 216 721 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (110 571), მესამეზე — ესპანეთი (104 118).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 50-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (870)

მთავარი თემები