08:22 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1694)
192 0 0

​გამოცემის ინფორმაციით, 67 წლის მონარქმა ბავარიის მთელი გრანდ–ოტელი Sonnenbichl–ი დაიკავა და თავისი საყვარლები სხვადასხვა ნომრებში განათავსა

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ტაილანდის ექსცენტრიული მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნ რამა Х გერმანიის სპა–ოტელში გადავიდა თვითიზოლაციის რეჟიმში, მას თან 20 ხარჭისგან შემდგარი ჰარემი ახლავს, იუწყება New York Post–ი. 

​​გამოცემის ინფორმაციით, 67 წლის მონარქმა ბავარიის მთელი გრანდ–ოტელი Sonnenbichl–ი დაიკავა და თავისი საყვარლები სხვადასხვა ნომრებში განათავსა. იმყოფებოდა თუ არა ამ მომენტში რამა Х–სთან ერთად მისი ოფიციალური მეოთხე მეუღლე, არ კონკრეტდება. 

როგორც ირკვევა, COVID 19–ის პანდემიის გამო, ბად–რაიჰენხალის ყველა სასტუმროს შეწყვეტილი აქვს მუშაობა, მაგრამ ტაილანდის მეფისთვის გერმანიის ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა. 

მონარქის კომპანიას ახასიათებენ როგორც „ერთი ტერიტორიული კუთვნილების ერთეულ ჯგუფს, დაავადების ნიშნების გარეშე“. 

გამოცემის ინფორმაციით, სამშობლოში მეფის გამგზავრებამ აღშფოთება გამოიწვია. ტაილანდელი ინტერნეტ–მომხმარებლები კრიტიკით დაესხნენ თავს მონარქს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საქციელისთვის 15 წლით შეიძლება ციხეში ამოყონ თავი. 

მას შემდეგ, რაც ეპიდემიის დროს რამა მეათის საზღვარგარეთული ვოიაჟის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, Twitter–ში 1,2 მლნ–ზე მეტი პოსტი გაჩნდა ჰეშთეგით „რაში გვჭირდება მეფე?“ 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის ტაილანდში 1 771 ადამიანია ინფიცირებული COVID 19–ით. აქედან გარდაცვლილია 12 და განკურნებულია 416 ადამიანი.

თემები:
მსოფლიო დღეს (1694)

მთავარი თემები