01:38 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1674)
8710

ამ დროისათვის ათონის მთაზე აკრძალულია ერთი მონასტრიდან მეორეში ბერების ვიზიტი, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ბერები ვალდებული არიან, ნებართვა საკუთარი მონასტრისგან მიიღონ.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ათონის მთის მონასტერში კიდევ სამ ბერს აღმოაჩნდა COVID-19, რომელთა ასაკი 40-დან 55 წლამდეა, იუწყება გამოცემა Vima Orthodoxias.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ბერები მანამდე ინფიცირებულ 55 წლის ბერთან ქსენოფონტთან ერთად იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში.

ბერ ქსენოფონტს კორონავირუსი 28 მარტს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, კორონავირუსით ინფიცირებულთათვის სპეციალურად გამოყოფილ AHEPA-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ათონის მთის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა კონსტანტინოს დუკუსლისმა განაცხადა, ახლად ინფიცირებული სამი ბერი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სალონიკის ჰიპოკრატეს საავადმყოფოში, თუმცა მათაც მალევე AHEPA-ს საავადმყოფოში განათავსებენ.

ირკვევა, რომ ათონის მთის ოთხმა ბერმა ერთად იმოგზაურა 5–17 მარტს ინგლისსა და შოტლანდიაში ფიატირისა და დიდი ბრიტანეთის ეპისკოპოს ნიკიტას მიწვევით.

19 მარტს დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებული ბერები ურანუპოლისში ჩასცდნენ გემში და კარანტინში მოხვდნენ მონასტრის  მახლობლად მდებარე საცხოვრებელ სახლში. ქსენოფონტის მონასტერში დეზინფექცია უკვე ჩატარდა. პოლიციის განცხადებით, სამონასტრო რესპუბლიკაში შემზღუდველ ზომებს მკაცრად იცავენ. 

კალაძე სასულიერო პირებს: გთხოვთ, მრევლს მოუწოდოთ, ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ>>

ათონის წმინდა კინოტმა (სამონასტრო რესპუბლიკის მმართველმა ორგანომ) COVID-19-ის გავრცელების აღსაკვეთად 20 მარტს ტერიტორიაზე შესვლასა და წმინდა მთის მონასტრების მონახულებაზე ნებართვების გაცემა აკრძალა. ასევე აიკრძალა ერთი მონასტრიდან მეორეში ბერების ვიზიტიც. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ბერები ვალდებულები არიან, ნებართვა საკუთარი მონასტრისგან მიიღონ. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, საბერძნეთში ამ დროისათვის COVID-19-ით 1 314 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაცვლილია 49 და განკურნებულია 52 პაციენტი.

თემები:
მსოფლიო დღეს (1674)

მთავარი თემები