12:01 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1667)
119 0 0

როგორც ირკვევა, ფეხბურთელი ნაცნობთან გამართული ღამის წვეულებიდან ბრუნდებოდა შინ დილის 4 საათზე, როდესაც პარკირებაზე მდგარ სამ ავტომობილს შეეჯახა.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ინგლისური საფეხბურთო კლუბი „ასტონ ვილას“ კაპიტანმა ჯეკ გრილიშმა COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია და თავისი ძვირადღირებული ავტომობილი დაამტვრია, იუწყება გამოცემა The Sun. 

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 80 ათას გირვანქა სტერლინგად ღირებულ Range Rover-ზე.

​გამოცემა წერს, რომ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გრილიშმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ფანატებს შინ დარჩენისკენ და კარანტინის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებდა.

როგორც ირკვევა, გრილიში ნაცნობთან გამართული ღამის წვეულებიდან ბრუნდებოდა შინ დილის 4 საათზე, როდესაც პარკირებაზე მდგარ სამ ავტომობილს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ფეხბურთელი ამ დროს უკიდურესად მოუწესრიგებლად და დაბნეულად გამოიყურებოდა. მას ცალ ფეხზე თეთრი, უშესაკრავო სანდალი, ხოლო მეორეზე შავი საშინაო ჩუსტი ეცვა.

ამასთან, შემთხვევის მოწმე ამბობს, რომ შეჯახების შედეგად დაზიანებული სამიდან ორი ავტომობილი Mercedes-ის მარკისაა, რომელთაგან ერთი 30 ათასი გირვანქა ღირს, ხოლო მეორე — 20 ათასი.

გრილიში თავდაპირველად ავტომობილების პატრონებს დაპირდა, რომ მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს, თუმცა შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1667)

მთავარი თემები