Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: დაკრძლვის ცერემონიაზე COVID-19-ით 17 ადამიანი დაინფიცირდა

© photo : Irakli Garibashvili / FBსამხედრო ექიმები და სამხედროები
სამხედრო ექიმები და სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 43-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 786 228 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 37 820 და განკურნებულია 166 041 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 164 603 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (101 739), მესამეზე – ესპანეთი (87 956). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 43-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 30–31 მარტის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: 

  • ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერალი, 79 წლის პლასიდო დომინგო COVID-19-სგან განიკურნა და ამ დროისათვის უკვე შინ იმყოფება;
  • ​„მე ვიცი, რომ დედაქალაქში და რეგიონებში არის ადგილები, სადაც მენიუში აქვთ მაიმუნები, ზღვის იშვიათი პროდუქტები და ეგზოტიკური ძუძუმწოვრები“, — აცხადებს რუსი დეპუტატი და ქვეყანაში ამგვარი კერძების მომზადება–გაყიდვის აკრძალვას მოითხოვს. ეს იმიტომ რომ, ექიმების თქმით, კორონავირუსმა ჩინეთში სწორედ ეგზოტიკური ცხოველებისგან მომზადებული კერძების მიღების შედეგად იფეთქა;
  • აშშ-ში კორონავირუსზე უკვე ერთი მილიონი ადამიანია ტესტირებული. ამ დროისათვის ყოველდღიურად 100 ათასი ადამიანი მოწმდება;
  • ბრიტანეთში 17 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით მას შემდეგ, რაც ისინი COVID-19-ით გარდაცვლილი ქალის დაკრძალვას დაესწრნენ;
  • ​იტალია აშშ-სგან 100 მლნ დოლარის სამედიცინო დახმარებას მიიღებს, რის შესახებაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე აცნობა იტალიის პრემიერ ჯუზეპე კონტეს;
  • აშშ-ში მედიკამენტებზე სანიტარული ზედამხედველობის სააგენტომ გასცა საგანგებო ნებართვა, რათა მალარიის საწინააღმდეგო „ჰიდროქსიქლოროქინი“ და „ქლოროქინი“ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენონ;
  • Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 23,04 დოლარამდე აიწია...

 

ყველა ახალი ამბავი
0