08:19 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (894)
3876910

ჩინელი მედიკოსის თქმით, ამ პროცედურის ჩატარება დღეში ერთხელ მაინც აუცილებელია, მაგრამ თუ ამას საჭიროება მოითხოვს, რამდენჯერმეც.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. კორონავირუსისგან თავდასაცავად მარტო ხელთათმანებისა და ნიღბების ტარება, ან ხელების დაბანა საკმარისი არ არის, აცხადებს პეკინის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიკოსი ვან ჰაიინი და საზოგადოებას კიდევ ერთ აუცილებელ პირობას ახსენებს. 

ჰაიინის თქმით, ცხვირი — ეს სასუნთქი სისტემის „ჭიშკარია“, რომელიც იოლად ბინძურდება. ცხვირის ნესტოებში არსებობს თმა და ასევე ლორწოვანი გარსის უამრავი ფენა, რომელშიც, მტვრის გარდა, ასევე გროვდება მიკროორგანიზმები და ვირუსები.

მედიკოსი ამბობს, რომ შინ დაბრუნების შემდეგ აუცილებელია ცხვირის კარგად გამორეცხვა — დღეში ერთხელ მაინც, მაგრამ თუ ამას საჭიროება მოითხოვს, რამდენჯერმეც.

მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში ცხვირის გადადუღებული წყლით გამორეცხვაა საკმარისი, რომლის ტემპერატურაც სხეულის ტემპერატურსთან იქნება ახლოს. ძალიან ცივი ან ცხელი წყალი ლორწოვანას გააღიზიანებს.

მარილიანი წყლის გამოყენებას ჰაიინი ურჩევს ქრონიკული რინიტით დაავადებულებსა და ასევე მათ, ვისაც ცხვირი ძლიერ აქვს „გაჭედილი“. მარილიანი წყალი ცხვირის ღრუსა და ლორწოვანას ქსოვილების დაცხრობას უწყობს ხელს.

„ცხვირის გამორეცხვისას თავი ოდნავ უნდა დახაროთ, ხოლო წყლიანი ჭურჭელი ნესტოებს ქვემოთ დაიჭიროთ. წყალი ფრთხილად უნდა „შეისუნთქოთ“ ერთი ნესტოდან და შემდეგ უკან გამოუშვათ. ამ პროცედურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხვირის ირიგატორი, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ მისი რეგულარული გაწმენდა“, – ამბობს ჰაიინი.

ამასთან ის გვაფრთხილებს, რომ თავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავწიოთ უკან, რათა წყალი სასუნთქ გზებში არ მოხვდეს. ასევე არ არის რეკომენდებული სპეციალური საწმენდი ჩხირების გამოყენება, ვინაიდან ისინი ლორწოვანას აღიზიანებს და, ამასთან, ამ გზით შესაძლოა ცხვირის ღრუში უცხო სხეულებიც მოხვდეს.

მედიკოსი ამბობს, რომ მათ, ვისაც ცხვირის ოპერაცია სულ ცოტა ხნის წინ აქვს გაკეთებული, დამოუკიდებლად გამორეცხვისგან თავი უნდა შეიკავონ. 

საუკეთესო COVID-19-სგან თავდასაცავად: ექიმებმა ხელმისაწვდომი პროდუქტი დაასახელეს>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 723 700 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 34 018 და განკურნებულია 152 032 პაციენტი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 143 025 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (97 689 ), ხოლო მესამეზე – ეპიდემიის ეპიცენტრი ჩინეთი (82 149).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 42-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (894)

მთავარი თემები