00:15 27 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1651)
208 0 0

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID 19–ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 40–ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 665 165 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 30 850 და განკურნებულია 140 225 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტიდან. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 124 665 ინფიცირებულით, მეორეზე —იტალია (92 472), ხოლო მესამეზე ეპიდემიის ეპიცენტრი ჩინეთი (82 057).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID 19–ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 40–ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.

COVID 19–ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 28–29 მარტის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება:

  • საქართველომ უარი თქვა, გაეტარებინა თავის ტერიტორიაზე სომხეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სახმელეთო გზით სურდათ;
  • კანადელმა წყვილმა, პანდემიის გამო, მანამდე დაგეგემილი ქორწილი შინ გადაიხადა, რომელსაც მათ გარდა მხოლოდ ერთი მეგობარი და მშობლები ესწრებოდნენ. გარეთ ფოტოების გადასაღაბად გამოსულებმა კი აღმოაჩინეს, რომ მეგობრები, რომლებიც წესით უნდა დასწრებოდნენ ქორწილს, საკუთარი ავტომობილებით იყვნენ მისულები შორიდან მისალოცად;
  • პრაღის კარდინალი და ეპისკოპოსები თვითიზოლაციის რეჟიმზე გადავიდნენ მას შემდეგ, რაც ერთ–ერთ ეპისკოპოსს COVID 19 დაუდგინდა;
  • აშშ–ში, ქალაქ ჩიკაგოში კორონავირუსით ერთ წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. ეს ახალშობილის COVID 19–ით დაღუპვის პირველი შემთხვევაა;
  • სინგაპურის ხელისუფლებამ პასპორტი გააუქმა საკუთარ მოქალაქეს, რომელმაც კარანტინის რეჟიმი დაარღვია...

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1651)

მთავარი თემები