23:34 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1651)
190 0 0

ინფიცირებულთა რაოდენობით ამ დროისათვის პირველ ადგილზეა აშშ, რომელმაც ეპიდემიის ეპიცენტრ ჩინეთს საგრძნობლად გადაუსწრო — შეერთებულ შტატებში COVID 19–ით დაავადებულთა რიცხვმა 104 686–ს მიაღწია

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსის ინფექციის აფეთქების   მომენტიდან დღემდე მსოფლიოში ამ დროისათვის ინფიცირებულია 597 335 ადამიანი, აქედან გარდაცვლილია 27 365 და განკურნებულია 131 712 ადამიანი, იუწყება ჯონ ჰოპკინსის უნიბერსიტეტის სპეციალური პროექტი.  

ინფიცირებულთა რაოდენობით ამ დროისათვის პირველ ადგილზეა აშშ, რომელმაც ეპიდემიის ეპიცენტრ ჩინეთს საგრძნობლად გადაუსწრო — შეერთებულ შტატებში COVID 19–ით დაავადებულთა რიცხვმა 104 686–ს მიაღწია. მათგან გარდაცვლილია 1 707, გამოჯანმრთელდა 894 კაცი.

დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო იტალიამაც, სადაც კორონავირუსით ინფიცირება 86 498 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გარდაიცვალა 9 134 და განიკურნა 10 950 პაციენტი.

COVID 19–ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო მოვლენები, რომლებიც 27–28 მარტის ღამით მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • პანდემიის დროს ადამიანებმა განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა ჩაუტარონ დეზინფექცია (60%-იანი სპირტით) არაფოროვანი ზედაპირის მქონე ნივთებს, მაგალითად, პლასტიკურ პასპორტებსა თუ საბანკო ბარათებს, ვინაიდან ყველა სახის ვირუსი  სწორედ ასეთ ზედაპირებზე რჩება (დაახლოებით სამი დღე) ყველაზე დიდხანს, განმარტა ჯორჯთაუნის უვივერსიტეტის მიკრობიოლოგმა და იმუნოლოგმა ერინ სორელმა;
  • COVID 19–ის გავრცელებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სამხედრო რეზერვისტებისა და ასევე სანაპირო დაცვის რეზერვისტების მობილიზაციის შესახებ; 
  • ბოლივიის ხელისფულებამ მოსახლეობას კომუნალური გადასახადები 50%-ით შეუმცირა კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო;
  • გერმანიის ეკონომიკა კარანტინს მხოლოდ ორ თვეს გაუძლებს, განაცხადა ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტმა რაინტ გროპმა;
  • ინფექციის ეპიცენტრში, ქალაქ უჰანში, მეტრო ნაწილობრივ ამუშავდა;
  • მექსიკური ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 13 დოლარამდე დაეცა;
  • მეზობელ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 329 კაცს მიაღწია;
  • ასევე მეზობელ აზერბაიჯანში ამ დროისათვის COVID 19-ის 165 შემთხვევაა გამოვლენილი;
  • რუსეთში ახალი კრონავირუსით ინფიცირებულია 1036 ადამიანი...

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1651)

მთავარი თემები