09:03 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1064)
7800

იყავით ფრთხილად და პანიკას არ აჰყვეთ - მოუწოდებს ცნობილი მწერალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა მწერალმა, ლიტერატურათმცოდნემ და მთარგმნელმა გრიგორი ჩხარტიშვილმა, რომელსაც ბორის აკუნინის ფსევდონიმით იცნობენ, განაცხადა, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული.

„მოდური დაავადება დამემართა. ოდნავ მოვძლიერდები და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. სპოილერი: კორონავირუსის შიში გაცილებით უარესია თავად კორონავირუსზე“, - დაწერა ლიტერატორმა თავის Facebook-გვერდზე.

აკუნინი აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში თავისი ბლოგი სწორედ ამ მიზეზის გამო მიივიწყა. „სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ პანიკას არ უნდა აჰყვეთ“, - ხაზგასმით აღნიშნავს მწერალი.

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ინფიცირებულია: პრინცი თვითიზოლაციაშია >>

ჯანმომ 11 მარტს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ამ მომენტისათვის მთელს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა თითქმის ნახევარ მილიონს მიაღწია. გარდაცვლილია 22 323 ადამიანი. დაავადება 198 ქვეყანაში ფიქსირდება.

Борис Акунин на встрече с читателями
© Sputnik / Levan Avlabreli
ბორის აკუნინი

გრიგორი ჩხარტიშვილი დაიბადა 1956 წლის 20 მაისს ზესტაფონში, ოფიცრისა და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ოჯახში. 1958 წელს ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

1998 წელს ჩხარტიშვილმა ბორის აკუნინის ფსევდონიმით მხატვრული პროზის წერა დაიწყო. გვარი „აკუნინ“ სლავური ჟღერადობის მიუხედავად იაპონური წარმოშობისაა და იაპონურად დაახლოებით ითარგმნება, როგორც "ავკაცი", "ბოროტი ადამიანი", "ადამიანი რომელიც კანონს არ იცავს".

ბორის აკუნინი
ბორის აკუნინი

ჩხარტიშვილი გახდა პოპულარული 2000-იანი წლების დასაწყისში ერასტ ფანდორინის შესახებ დეტექტიური რომანების სერიის წყალობით - „აზაზელი“, „თურქული გამბიტი“, „აქილევსის სიკვდილი“, „საგანგებო დავალებანი: ყვავის ვალეტი“, „ლევიათანი“, „კორონაცია“, „სამოქალაქო მრჩეველი“. ნაწარმოებები თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე, ცნობილია მისი ნაწარმოებების არაერთი ეკრანიზაცია.

ჩხარტიშვილი უამრავი ჯილდოს მფლობელია. მწერალი დაქორწინებულია, შვილები არ ჰყავს. 2014 წლიდან მუშაობს და ცხოვრობს საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1064)

მთავარი თემები