17:11 05 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (512)
13410

რუსეთმა იტალიაში 15 თვითმფრინავი გაგზავნა ანალიზისა და დიაგნოსტიკის მობილური ლაბორატორიებითა და დეზინფექციის მობილური კომპლექსებით.

თბილისი, 26 მარტი ― Sputnik. გამოცემა ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა, როდესაც ამბობს, რომ იტალიისთვის რუსეთის მიერ გადაცემული დახმარება COVID-19-თან ბრძოლისთვის გამოუსადეგარია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. 

მანამდე იტალიურმა La Stampa-მ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთის მიერ იტალიისთვის გადაცემული ტექნიკის 80% ინფექციასთან ბრძოლაში არ გამოდგება. იტალიელმა ჟურნალისტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამ სახით რუსეთის წარმომადგენლები „პოლიტიკურ ამბიციებს იკმაყოფილებენ“.  

„ჩემი აზრი მარტივია: რატომ აკეთებენ ამ კომენტარს ანონიმური წყაროები?“ ― იკითხა ზახაროვამ.

მანამდე რუსეთმა იტალიაში 15 თვითმფრინავი გაგზავნა ანალიზისა და დიაგნოსტიკის მობილური ლაბორატორიებითა და დეზინფექციის მობილური კომპლექსებით. 

თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (512)

მთავარი თემები