16:22 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1398)
157 0 0

აშშ-ში წელიწადში ჰანტავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვი, თითქოს, უმნიშვნელოა, ჰანტავირუსული ცხელებით სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ჩინეთში გამოვლენილი კიდევ ერთი ინფექცია – ჰანტავირუსი ადამიანისთვის უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე COVID-19, აცხადებს ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ანატოლი ალშტეინი. 

ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პროვინცია იუნანში მცხოვრები მამაკაცი ჰანტავირუსით პირდაპირ ავტობუსში გარდაიცვალა.

„ისეთ დიდ ეპიდემიებს, როგორიც ახლა კორონავირუსმა COVID-19-მა გამოიწვია, ჰანტავირუსი არ იწვევს“, — განაცხადა ალშტეინმა. 

ექსპერტმა განმარტა, რომ ჰანტავირუსები ნამდვილად წარმოადგენს გარკვეულ საშიშროებას ადამიანისთვის, თუმცა ისეთი შედეგები, როგორიც ახალმა კორონავირუსმა მოიტანა, მას არ მოსდევს. 

ალშტეინის თქმით, ადამიანი ჰანტავირუსით შეიძლება დაინფიცირდეს მღრღნელების ან მათი ფეკალიების, ასევე ღამურების ზოგი სახეობის ნაკბენისგან. ჰანტავირუსის სიმპტომებია ცხელება, სისხლდენა და ასევე თირკმლების დაზიანება. 

აღსანიშნავია, რომ ჰანტავირუსს გეოგრაფიული სხვადასხვაგვარობა ახასიათებს და ძირითადად თბილ რეგიონებში გვხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში წელიწადში ჰანტავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვი, თითქოს, უმნიშვნელოა, ჰანტავირუსული ცხელებით სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია — 30-40%. რაც შეეხება ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით გამოწვეულ სიკვდილიანობას — სწორედ ამ დაავადებით ვლინდება ჰანტავირუსი ევროპასა და აზიაში — ის ბევრად დაბალია და 1-დან 15%-მდე აღწევს. 

ამერიკელი მეცნიერები განმარტავენ, რომ პრაქტიკულად ყველა დაფიქსირებულ შემთხვევაში ადამიანები ჰანტავირუსით ინფიცირდებოდნენ მღრღნელების ექსკრემენტებიდან გამოყოფილი ორთქლის შესუნთქვით, და რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა. 

მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანი ჰანტავირუსით ინფიცირდება, თუ მღრღნელების შარდით, განავლით ან ნერწვით დაბინძურებულ ზედაპირს შეეხებიან, მერე კი ხელს ცხვირზე ან პირზე მოისვამენ. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და კანადაში 2017 წელს ჰანტავირუსი 11 შტატში გამოვლინდა და 17 ადამიანი დაავადდა. რაც შეეხება ჩინეთს, ირკვევა, რომ იქ ყოველწლიურად 16-დან 100 ათასამდე ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში 2008 წლიდან არის დანერგილი ვაქცინაციის პროგრამები ჰანტავირუსის წინააღმდეგ. 

თემები:
მსოფლიო დღეს (1398)

მთავარი თემები