17:23 31 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6363
  • 100 RUB4.1226
  • USD3.2845
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1372)
12987 0 0

ვირუსი იწვევს ჰანტავირუსულ ფილტვისმიერ სინდრომს — ინფექციურ დაავადებას, რომელიც ხასიათდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის პრობლემები.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ჩინეთში ამჯერად ჰანტავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება Global Times-ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, პროვინცია იუნნანში მცხოვრები მამაკაცი პირდაპირ ავტობუსში გარდაიცვალა. ექიმებმა უკვე შეამოწმეს ყველა მგზავრი.

აღინიშება, რომ ეს ჰანტავირუსით სიკვდილის პირველი დაფიქსირებული შემთხვევაა. 

ჰანტავირუსი — ადამიანისა და ცხოველების ვირუსის სახეობაა, რომლის ტიპიური შტამი პირველად 1978 წელს აღწერეს. ვირუსი იწვევს ჰანტავირუსულ ფილტვისმიერ სინდრომს — ინფექციურ დაავადებას, რომელიც ხასიათდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის პრობლემები. 

ვირუსები გადააქვთ მღრღნელებს, განსაკუთრებით, ირმის თაგვს. დაინფიცირების ძირითადი გზაა მღრღნელების შარდითა და განავლით ჰაერში მოხვედილი ჰანტავირუსების ჩასუნთქვა. იმის გამო, რომ მკურნალობის მეთოდები შეზღუდულია, საუკეთესო თავდაცვა ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომისგან არის მღრღნელებისა და მათი გავრცელების ადგილებისგან თავის არიდება.

სპეციალისტების თქმით, ჰანტავირუსს არ ახასიათებს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, თუმცა ამგვარი შემთხვევები მაინც არის დაფიქსირებული მხოლოდ არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიებზე. 

თემები:
მსოფლიო დღეს (1372)

მთავარი თემები