18:06 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1694)
62 0 0

პრეპარატი ჩეხ მედიკოსებს მისმა უშუალო შემქმნელმა, ფარმაცევტულმა კომპანია Gilead Sciences-მა მიაწოდა, რომლის მკვლევართა ჯგუფს ეროვნებით ჩეხი ტომას ციგლარჟი ხელმძღვანელობს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფზე აშშ-ში დამზადებული ექსპერიმენტული პრეპარატის გამოცდა დაიწყეს, განუცხადა მასმედიას ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ჩეხეთის სპეციალიზებულ საავადმყოფო Na Bulovce-ში მოთავსებულ მძიმე ავადმყოფზე, რომელსაც პრეპარატი Remdesivir-ი დღეს მისცეს პირველად.

„პაციენტს სამშაბათს დავუწყეთ პრეპარატის მიცემა. იმედი გვაქვს, რომ ის დაგვეხმარება დაავადების განკურნებაში“, — განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი მიერთებულია აპარატთან, რომელიც სისხლის ცირკულაციას ახდენს მისი სხეულის გარეთ.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი სპეციალურად ამ ინფიცირებულისთვის შეუკვეთეს აშშ-ში, სადაც ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს მისი პრაქტიკული გამოცდა COVID-19-ით ინფიცირებულების სამკურნალოდ.

COVID 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა სხვა ეპიდემიებთან შედარებით: თვალსაჩინო გრაფიკა>>

გავრცელებული ინფორმაციით, Remdesivir-ი ჩეხ მედიკოსებს მისმა უშუალო შემქმნელმა, ფარმაცევტულმა კომპანია Gilead Sciences-მა მიაწოდა, რომლის მკვლევართა ჯგუფს ეროვნებით ჩეხი ტომას ციგლარჟი ხელმძღვანელობს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩეხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 289 კაცს აღწევს. აქედან გარდაცვლილია 2 და განკურნებულია 8 ადამიანი.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1694)

მთავარი თემები