00:18 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1064)
173 0 0

სპეციალური დანართის შემოღებას განიხილავენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის მთავრობები. ამ უკანასკნელში მოქალაქეთა გადაადგილებას ორშაბათიდან უკვე აკონტროლებენ უპილოტო საფრენი აპარატები.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ევროპის რამდენიმე ქვეყანა განიხილავს სმარტფონებისთვის სპეციალური დანართის შექმნას, რომელიც COVID-19-ის ვირუსმატარებლებისა და მათთან კონტაქტში მყოფი ადამიანების ადგილმდებარეობას გააკონტროლებს, იუწყება მასმედია

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია – დადგინდეს, სად ფეთქდება ინფექცია და როგორ ვრცელდება ის, რათა ჯანდაცვის ორგანოებმა განსაზღვრონ, სად უნდა დაინიშნოს კარანტინი. 

სპეციალური დანართის შემოღებას განიხილავენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის მთავრობები. ამ უკანასკნელში მოქალაქეთა გადაადგილებას ორშაბათიდან უკვე აკონტროლებენ უპილოტო საფრენი აპარატები.

აღსანიშნავია, რომ დანართის ამოქმედებას ეწინააღმდეგებიან პირადი მონაცემების კონფიდენციალობის დამცველები, რომლებიც შიშობენ, რომ მსგავსი ნაბიჯები საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებებს.

მიუხედავად ამისა, მონაცემთა დაცვის ევროპულმა კავშირმა, COVID-19-ის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე შეაჩერა კონფიდენციალობის დაცვის ზომების მოქმედება.

„COVID 19-ის გავრცელება ბილოგიური ომის რეპეტიციაა“ - ცნობილი ექიმის მოსაზრება>>

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელის ხელისუფლებამ მანამდე დაავალა შიდა უსაფრთხოების სააგენტო Shin Bet-ს, გამოიყენოს სმარტფონებიდან მიღებული მონაცემები ვირუსმატარებლების ადგილმდებარეობის დასადგენად და ეს ზომა უკვე მოქმედებს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 381 621 ადამიანს შეადგენს.

ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 16 563 და განკურნებულია 101 806 კაცი.

იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ მომენტისთვის 26-ია.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1064)

მთავარი თემები