Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქალები თუ მამაკაცები: ვინ უფრო მეტად ავადდება კორონავირუსით - ეპიდემიოლოგი განმარტავს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიექიმები და კორონავირუსზე ეჭვმიტანილი
ექიმები და კორონავირუსზე ეჭვმიტანილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგის ვარაუდით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი რეალობას არ შეესაბამება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ მამაკაცები უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე ქალები, განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ეპიდემიოლოგმა ნიკოლაი ბრიკომ.
„თუ შევხედავთ სტრუქტურას, ვინ ავადმყოფობს ახალი ტიპის კორონავირუსით, ნახავთ, რომ ეს უფრო მამაკაცები არიან“, – აცხადებს ეპიდემიოლოგი. 

კორონავირუსის ტესტ-სისტემა  - Sputnik საქართველო
მეცნირებმა დაადგინეს, სისხლის რომელი ჯგუფისთვისაა სახიფათო COVID-19 – ჩინური კვლევა

მისი თქმით, COVID 19–ით ინფიცირების შემთხვევები მამაკაცებში, ქალებთან შედარებით, ორჯერ ხშირია. 

ამასთან ბრიკო ვერ აკონკრეტებს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცის ორგანიზმი უკეთ რეაგირებს აღმძვრელზე.

„როგორც ჩანს, არის განსხვავება იმუნიტეტსა და ვირუსზე რეზისტენტობას შორის“, — ასკვნის მეცნიერი.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლაი ბრიკოს აზრით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი რეალობას არ შეესაბამება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების ყველა შემთხვევა იქნებოდა დაფიქსირებული, დაავადებულთა რაოდენობის მაჩვენებლი ერთიორად გაიზრდებოდა, მაგრამ შემცირდებოდა ლეტალური შედეგების პროცენტული მაჩვენებელი და ნაცვლად დღევანდელი 4,3%-ისა, უფრო ნაკლები იქნებოდა.

იტალიელი ექიმები COVID-19-ის აპოკალიფსზე: ძალა აღარ გვაქვს, ეს სიზიფეს წყევლაა>>

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 349 211 ადამიანი. გარდაცვლილია 15 308 და განკურნებულია 100 165 კაცი.  

ყველა ახალი ამბავი
0