მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შუაღამიდან დილამდე: კიდევ ერთი პოტენციურად ეფექტური პრეპარატი და ვირუსი კოსმოსიდან

© REUTERS / YARA NARDIპოლიცია რომის ქუჩებში
პოლიცია რომის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში ადგილობრივი ხელისუფლებები ათასობით პატიმარს ათავისუფლებენ საპყრობილეებიდან, რათა ციხეებში კორონავირუსის გავრცელება აღკვეთონ.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. პანდემიის ეპიცენტრში – ჩინეთში ამ დროისათვის საავადმყოფოებში 5 120 პაციენტიღა რჩება, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 90% უკვე განკურნებულია, აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 339 259 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 14 706 და გამოჯანმრთელდა 98 834. 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 25-ს მიაღწია.

COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ძირითადი მოვლენები, რომლებიც 22–23 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • მსოფლიო ფასები ნავთობზე მკვეთრად დაეცა ვაჭრობის გახსნისთანავე. Brent-ის მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსების ღირებულებამ 25,13 დოლარი შეადგინა ერთ ბარელზე; 
  • COVID-19-თან ბრძოლაში პოტენციურად გვეხმარება პრეპარატი Plaquenil-ი, განაცხადა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა;
  • კარდიფის უნივერსიტეტის ეგზობიოლოგმა ჩანდრა ვიკრამასინგჰმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კორონავირუსი დედამიწაზე კოსმოსიდან მოხვდა, როდესაც ჩინეთის თავზე მეტეორიტი აფეთქდა ოქტომბერში;
  • ​საფრანგეთში პოლიციამ 91,8 ათასი მოქალაქე დააჯარიმა გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევის გამო; 
  • კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის პერიოდში სოციალური ქსელები Facebook და Instagram ვიდეოების ხარისხს დასწევენ, რათა კომპიუტერულ ქსელებზე დატვირთვა შეამცირონ; 
  • აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ-იორკის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებს კორონავირუსთან ბრძოლაში ეროვნული გვარდიის ჩართვის ნებართვა მისცა;
  • აშშ-ის ჰოსპიტალური ხომალდი Mercy ლოს-ანჯელესში გაემგზავრება კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
  • ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელსაც 11 მარტს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის, COVID-19-ით არის ინფიცირებული;  
  • ​აშშ-ის ადგილობრივი ხელისუფლებები ათასობით პატიმარს ათავისუფლებენ საპყრობილეებიდან, რათა ციხეებში კორონავირუსის გავრცელება აღკვეთონ; 
  • კალათბურთის ეროვნული ასოციაცია (NBA) აცხადებს, რომ 1 მლრდ დოლარს დაკარგავს, თუ კორონავირუსის გამო წლევანდელი სეზონი ჩაიშლება...
ყველა ახალი ამბავი
0