მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შუაღამიდან დილამდე: რა მოხდა მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო – 18-19 მარტი

© REUTERS / KEMAL ASLANქუჩების დეზინფექცია სტამბულში
ქუჩების დეზინფექცია სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამხრეთ კორეაში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იკლო, წინა დღესთან შედარებით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით ქვეყანამ აშშ-ისა და საფრანგეთის შემდეგ გადაინაცვლა.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 218 815 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 8 810 და განკურნებულია 84 114 ადამიანი.  

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზე კვლავ ჩინეთია (81 138 კაცი), სადაც ამ დროისთვის ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია და დღე-ღამის განმავლობაში ახალი დასნებოვნების მცირე შემთხვევებიღა ფიქსირდება. სხვა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ასეთია: იტალია – 35 713, ირანი — 17 361, ესპანეთი — 14 769, გერმანია — 12 327, აშშ — 9 415, საფრანგეთი — 9 054, სამხრეთ კორეა — 8 565, შვეიცარია — 3 067, დიდი ბრიტანეთი — 2 644, ნიდერლანდები — 2 056, ავსტრია — 1 646, ნორვეგია — 1 591, ბელგია — 1 486, შვედეთი — 1 301, დანია — 1 015 ადამიანი. 

COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ძირითადი მოვლენები, რომლებიც 18–19 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „დასავლეთის ქვეყნებმა ბედის ანაბარა მიატოვეს ეპიდემიით დაზარალებულები და მოქმედებენ პრინციპით „ვისაც შეუძლია, გადარჩეს“;
  • აშშ-სა და კანადას შორის გადაადგილება შეიზღუდება, საზღვარს ადამიანები მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადაკვეთენ. შეზღუდვები არ შეეხება სავაჭრო ურთიერთობასა და ტვირთების გადაზიდვას;
  • იტალიური საფეხბურთო კლუბი „სამპდორიას“ ნახევარმცველმა იაკუბ იანკტომ განაცხადა, რომ კლუბში კორონავირუსით უკვე 15 ადამიანია ინფიცირებული;
  • ინდოეთის შტატ კერალას პოლიციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელშიც სამართალდამცველები ცეკვით ასწავლიან საზოგადოებას, როგორ უნდა დაიბანონ ხელები COVID-19-ის პანდემიის პირობებში;
  • მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტის ლორენსო სანსას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, დამძიმდა. ამის შესახებ მისი ვაჟი ლორენსო სანსა–უმცროსი აცხადებს;
  • ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 24 მარტიდან ქვეყნის ყველა სასტუმრო დაიკეტება და ესპანეთში ჩარჩენილ ტურისტებს პრობლემები შეექმნებათ;
  • ესტონეთის ჯანმრთელობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა (258 კაცი) ნახევარზე მეტი 30–49 წლის ადამიანები არიან;
  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ COVID-19-თან „დაუღლელი ბრძოლისთვის“;
  • კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობისას ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრმა ბრუნო ბრიოინსმა მოულოდნელად გონება დაკარგა და წაიქცა; 
  • ​აშშ-ში კიდევ ოთხ —  ნიუ-იორკის, პენსილვანიის, კონეკტიკუტისა და ნიუ-ჯერსის შტატებში დროებით დაიკეტება ყველა გადახურული სავაჭრო და გასართობი ცენტრი;
  • ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ორშაბათიდან ვაჭრობის ყველა დარბაზს დაკეტავს და ელექტრონულ ვაჭრობაზე გადავა;
  • კორონავირუსის გამო ლონდონში მეტროს 40 სადგური დაიკეტება, ამასთან, შეიზღუდება ავტობუსების მარშრუტების რაოდენობაც;
  • აშშ-ის კონგრესში COVID-19-ით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ეს კონგრესმენები არიან ბენ მაკადამსი და მამრიო დიას ბალარტი;
  • იტალია ჯერჯერობით არ გეგმავს კორონავირუსთან ბრძოლის ზომების უფრო მეტად გამკაცრებას, ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ პიკი ჯერ არ დამდგარა და გატარებული ღონისძიებების პირველ შედეგებს ორიოდ კვირაში ელოდება;
  • აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ წამოაყენა წინადადება, კორონავირუსთან დაკავშირებით გამოიყოს 500 მლრდ დოლარი ამერიკელებისთვის ორ რაუნდად დასარიგებლად. სავარაუდოდ, თითოეულ ადამიანზე გასაცემი თანხის რაოდენობა მისი შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება;
  • საჰაერო სივრის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA) განაცხადეს, რომ ჰაერი თვითმფრინავებში უფრო სუფთაა და უსაფრთხო, ვიდრე დედამიწაზე არსებულ ბევრ დაწესებულებაში;
  • ეუთოს წარმომადგენლობა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მონიტორინგს დროებით აჩერებს;
  • ტოკიოს გუბერნატორის თქმით, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გადადების ან მაყურებლის გარეშე ჩატარების საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება;
  • მოსკოვში კორონავირუსის გამო კომენდანტის საათის გამოცხადების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყალბი გამოდგა...
ყველა ახალი ამბავი
0