მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამასობაში მომხდარი: ბიბლიის მუზეუმში დაცული ყველა „უძველესი“ გრაგნილი ყალბი აღმოჩნდა

CC0 / Pixabay / ისტორიული ანალები
ისტორიული ანალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ყველა ხელნაწერი აშკარად ХХ საუკუნეშია შექმნილი სპეციალურად უძველესი ხელნაწერების იმიტაციით.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ვაშინგტონის ბიბლიის მუზეუმში დაცული ე.წ. მკვდარი ზღვის გრაგნილების ყველა, თექვსმეტივე ფრაგმენტი ყალბია, ნათქვამია მუზეუმის საიტზე. კვლევის შედეგები საბოლოო დასკვნაშია მოცემული.

მკვდარი ზღვის გრაგნილები — ეს ჩვენს ერამდე III-I საუკუნეების უძველესი ხელნაწერებია, რომლებიც სხვადასხვა დროს იპოვეს ისრაელში, მკვდარი ზღვის მიდამოებში, იუდეის უდაბნოს გამოქვაბულებსა და მასადში. ზოგი მათგანი კარგ მდგომარეობაშია, ზოგი კი მხოლოდ მცირე ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. გრაგნილები მოიცავს ძველი აღთქმის უძველეს ცნობილ ტექსტებს. ამ რელიგიურ ხელნაწერთა უმეტესი ნაწილი იერუსალიმშია გამოფენილი, მაგრამ რიგი ფრაგმენტებისა მსოფლიოს სხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში მოხვდა. 

​კერძოდ, 2017 წლის ოქტომბერში ვაშინგტონის ბიბლიის მუზეუმმა ერაყის ეროვნული მუზეუმისგან შეიძინა მკვდარი ზღვის ხელნაწეთა ფრაგმენტები. ეჭვი მათ ნამდვილობასთან დაკავშირებით მუზეუმის თანამშრომლებს მაშინვე გაუჩნდათ.

2018 წლის ბოლოს ბიბლიის მუზეუმმა ექსპერტიზა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ 16 ფრაგმენტიდან ხუთი ყალბი იყო. შესაბამისად, ისინი ექსპოზიციიდან ამოიღეს. ამის შემდეგ ხელნაწერთა სხვა ფრაგმენტების გამოკვლევაში ექსპერტები კიდევ ჩაერთნენ.

ახალი კვლევა კიდევ უფრო გულდასაწყვეტი გამოდგა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული კოლექციის, მკვდარი ზღვის გრაგნილების ფრაგმენტთა გულდასმით შესწავლამ აჩვენა, რომ ყველა ისინი ყალბია.

„ვიზუალიზაციის ყველა შედეგისა და მეცნიერული ანალიზის ამომწურავი მიმოხილვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ბიბლიის მუზეუმის მკვდარი ზღვის გრაგნილების კოლექციაში არც ერთი ტექსტური ფრაგმენტი ნამდვილი არ არის. უფრო მეტიც, თითოეულ მათგანს აქვს მახასიათებლები, რომლებიც მოწმობს, რომ ისინი მიზანმიმართულადაა გაყალბებული“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ხელოვნებაში თაღლითობის სპეციალისტი კოლეტ ლოლი.

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ყველა ხელნაწერი აშკარად ХХ საუკუნეშია შექმნილი სპეციალურად უძველესი ხელნაწერების იმიტაციით. უცნობმა ავტორებმა ძველი ტყავი გამოიყენეს, სავარაუდოდ, უძველესი ფეხსაცმლიდან ან სანდლიდან აღებული. მაგრამ, როგორც ანალიზებმა აჩვენა, ტყავზე მელანი შედარებით ცოტა ხნის წინაა დატანილი.

„ბიბლიის მუზეუმი ყოველთვის ცდილობს, იყოს ობიექტური და ჭეშმარიტი. ჩვენ დამახინჯებული ფაქტების ან თაღლითობის მსხვერპლი გავხდით“, — თქვა მუზეუმის დირექტორმა ჰარი ჰარგრეივმა.

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი ფაქტები ეჭვქვეშ არ აყენებს მკვდარი ზღვის ნამდვილ ხელნაწერთა 100 ათასი ფრაგმენტის ორიგინალობას, მათი უმეტესობა წიგნის ტაძარში, იერუსალიმში ისრაელის მუზეუმის ნაწილში ინახება.

ყველა ახალი ამბავი
0