მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინფექციონისტები: კორონავირუსის შემდგომი ტალღა იქნება უფრო მასშტაბური, მაგრამ სუსტი

© REUTERS / WILLY KURNIAWANკორონავირუსი ინდონეზიაში
კორონავირუსი ინდონეზიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები COVID-19-ის ესოდენ სწრაფი გავრცელების მიზეზად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ ეს დაავადება ახალგაზრდებს იოლად გადააქვთ, ზოგჯერ სიმპტომების გარეშეც კი.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ის ეპიდემიის ტალღა უფრო მეტ ადამიანს შეეხება, თუმცა მისი გავლენა იქნება უფრო სუსტი, წერს მასმედია ექსპერტების პროგნოზებზე დაყრდნობით. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ეფექტი გამოცდილია წარსულში: მეცნიერები COVID-19-თან ბრძოლის ძველ „ახალ“ მეთოდს ასახელებენ

სპეციალისტებმა განმარტეს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი მუტაციას გამუდმებით განიცდის. ეყრდნობიან რა 2002 და 2012 წლების ეპიდემიების შედეგებს, ისინი ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში პათოგენი დასუსტდება.

როგორც ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახალ პათოგენზე მასიური ტესტირება ჩატარდეს და პოტენციურად ინფიცირებული ყველა ადამიანი მკაცრ იზოლაციაში მოექცეს.

გარდა ამისა, ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ყველაზე პრობლემური რეგიონები ჩაიკეტება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალისტები COVID-19-ის ესოდენ სწრაფი გავრცელების მიზეზად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ ეს დაავადება ახალგაზრდებს იოლად გადააქვთ, ზოგჯერ სიმპტომების გარეშეც კი.

COVID-19, გრიპი თუ ალერგია: მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კლინიკა ამოსაცნობ ცხრილს ავრცელებს>>

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს 148 ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 169 387 ადამიანი, გარდაცვლილია 6 513 და განკურნებულია 77 257 კაცი.

 

ყველა ახალი ამბავი
0