მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთი კორონავირუსს ამარცხებს: უჰანში ბოლო დროებითი ჰოსპიტალი დაიხურა – ვიდეო

© AP Photo / Xiao Yijiuსაავადმყოფო უჰანში
საავადმყოფო უჰანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სულ 80 756 კაცი შეადგინა, აქედან გარდაიცვალა 3 136 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 60 090 პაციენტი.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, ჩინეთის ქალაქ უჰანში ყველა ის დროებითი ჰოსპიტალი დაიხურა, რომლებიც COVID-19-ით დაავადებულების მისაღებად იყო მოწყობილი სტადიონებსა და საგამოფენო ცენტრებში, იუწყება ჩინური მასმედია.

​

„უჰანის სტადიონზე 10 მარტს დროებითი ჰოსპიტლის „უჩანის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. უჰანის ყველა დროებით ჰოსპიტალს შორის „უჩანი“ ყველაზე ბოლოს გადავიდა „დასვენების რეჟიმში“. დღეს პაციენტთა ბოლო ჯგუფი სრულად გაეწერა საავადმყოფოდან“, — წერს გამოცემა ThePaper.cn.

​​ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 544 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. სულ ჩინეთში გარდაიცვალა 3 136 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 60 090 პაციენტი.  

COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (755). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 031 პაციენტი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0