მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინტერნეტ-თაღლითობის ახალი სქემა: ექსპერტები „თეთრი კურდღლის“ შესახებ გვაფრთხილებენ

© courtesy of Kaspersky Labინტერნეტთაღლითობა
ინტერნეტთაღლითობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე ბანკის ხელმძღვანელობამ უკვე დაადასტურა, რომ თაღლითური გამოკითხვები ჯილდოს დაპირებებით თანდათან იკრებს ძალას. ხოლო კლიენტები, გამომდინარე მოპარული თანხის სიმცირიდან, ხშირად არც მიმართავენ ბანკებს ან სამართალდამცველ ორგანოებს.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თაღლითებმა ფიშინგის ახალი სქემა მოიგონეს ბრენდირებულ საიტებზე გამოკითხვების სახით, რომელსაც სახელად „თეთრი კურდღელი“ ეწოდა.

ფიშინგი — ინტერნეტ-თაღლითობის ფორმაა, რა დროსაც მომხმარებელს ელექტრონული ფოსტით ან სოციალური ქსელით ეგზავნება გარკვეული სახის შეტყობინება ცნობილი რეალური ორგანიზაციის სახელით ან ლოგოთი. 

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
თაღლითობის ახალი სქემა: უცნობი ზარი „საოფისე“ მუსიკის თანხლებით

ექსპერტების თქმით, ფიშინგის ახალ სქემას „თეთრი კურდღელი“ ზღაპრის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ანალოგიით ეწოდა, ვინაიდან ყველაფერი თითქოს უწყინარი ნაბიჯებით იწყება.

კერძოდ, თაღლითები სოციალურ ქსელებში პოტენციურ მსხვერპლს ცნობილი ადამიანების ან ბრენდების სახელით სთავაზობენ გარკვეული ჯილდოს მიღებას, თუ, მაგალითად, ბანკის ან ფიჭური ოპერატორის საიტზე გამოკითხვას გაივლიან. ამის შემდეგ კლიენტი ელექტრონული ფოსტით იღებს შეტყობინებას მოგების შესახებ.

„ერთჯერად ბმულს, რომელიც არ შეიცავს შემოწმებული ორგანიზაციის დომენს, გადაჰყავხართ საიტზე ლოგოტიპის გარეშე. მაგრამ კლიენტი უკვე მინდობილია „თეთრ კურდღელს“ და დაკარგული აქვს სიფხიზლე... პორტალზე თაღლითმა კლიენტს შესაძლოა მოსთხოვოს გარკვეული თანხის „სატესტო“ გადახდა და ასევე CVC-კოდის, ან ინტერნეტ-ბანკის ლოგინისა თუ პაროლის დადასტურება“, — აცხადებენ სპეციალისტები.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს სქემა განსაკუთრებით სახიფათოა, ვინაიდან არ იწვევს ეჭვს და ბანკის უსაფრთხოების სამსახურს მისი კვალის დადგენა არ ძალუძს.

რამდენიმე ბანკის ხელმძღვანელობამ უკვე დაადასტურა, რომ თაღლითური გამოკითხვები ჯილდოს დაპირებებით თანდათან იკრებს ძალას. ხოლო კლიენტები, გამომდინარე მოპარული თანხის სიმცირიდან, ხშირად არც მიმართავენ ბანკებს ან სამართალდამცველ ორგანოებს. 

თაღლითი ფენომენი: ფოტოგრაფიული მეხსიერების მქონე მოლარემ ბანკის 1300 კლიენტი გაძარცვა>>

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თაღლითური სქემის გამოვლენა სწორედ ერთჯერადი ბმულის გამოა რთული. საქმე ისაა, რომ თაღლითებმა ყველაფერი იციან მსხვერპლის შესახებ, ვინაიდან წვდომა აქვთ სოციალურ ქსელებში მათ ღია აკაუნტებზე. ეს კი აფერის წარმატების შანსებს ერთიორად ზრდის. 

ბოროტგანმზრახველები, სოციალური ექსპერიმენტის, საქველმოქმედო აქციისა თუ კრაუდფანდინგის (კოლექტიური დონაცია) საბაბით სოციალურ ქსელებში ადამიანების ნდობას იხვეჭენ და „ღონისძიებებში“ ითრევენ.

თაღლითური სქემისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ მეთოდად სპეციალისტები ანტივირუსული პროგრამების გამოყენებას, ან მონაცემების მხოლოდ შემოწმებულ საიტებზე შეყვანას გვთავაზობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0