მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: COVID 19-ის პანდემია რეალური ხდება

© Sputnik / STRINGERკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 109 ქვეყანაში 111 445 ადამიანს შეადგენს.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის გლობალური პანდემიის საფრთხე იმატებს, ვინაიდან ის  სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში და უკვე მოედო აზიას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა თუ აშშ–ის ზოგ შტატს, იუწყება CNBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.  

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
როდის შეწყდება COVID-19-ის გავრცელება მსოფლიოში – ექსპერტი სავარაუდო თარიღს ასახელებს

აღსანიშნავია, რომ პანდემია განისაზღვრება არა ვირუსის ლეტალურობით (სიკვდილიანობით), არამედ მისი გავრცელების გეოგრაფიული მასშტაბებით.  

„ახლა, როდესაც  ვირუსი ბევრ ქვეყანაში გამოვლინდა, პანდემიის საფრთხე სრულიად რეალური გახდა“, — განუცხადა ჟურნალისტებს ჯანმოს  გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 109 ქვეყანაში 111 445 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 3 892 და გამოჯანმრთელდა 62 392 პაციენტი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, რომელიც იქცა კიდეც COVID 19-ის აფეთქების კერად, ვირუსი შენელდა, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0