08:01 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (487)
26530 0 0

COVID 2019-ით პირველი დაღუპული 85 წლის მამაკაცი იყო, რომელიც საავადმყოფოში ტვინის მრავალჯერადი ინფარქტით გადაიყვანეს.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID-2019-ით პირველი დაღუპულის პათოლოგოანატომიურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვირუსი უმთავრესად ფილტვებს აზიანებს, ნათქვამია ჩინელი ექსპერტების კვლევაში, რომელიც Journal of Forensic Medicine-ში გამოქვეყნდა.

ამასთან, სპეციალისტების თქმით, იმის მტკიცებულებები, რომ ვირუსი ასევე ეხება ადამიანის სხვა ორგანოებს, ჯერჯერობით არასაკმარისია. 

COVID 2019-ით პირველი დაღუპული 85 წლის მამაკაცი იყო, რომელიც საავადმყოფოში ტვინის მრავალჯერადი ინფარქტით გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციის დროს ავადმყოფს არ აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, ხველება ან სხვა სიმპტომები. საავადმყოფოში მოთავსებიდან მეათე დღეს პაციენტს ყელში დისკომფორტის შეგრძნება გაუჩნდა ქავილის სახით და სიცხემ აუწია. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ორივე ფილტვზე ინფექციის კერები გამოავლინა.

მე-13 დღეს პაციენტს COVID-2019-ის დიაგნოზი დაუდგინდა.

პაციენტი საავადმყოფოში მოთავსებიდან 28-ე დღეს გარდაიცვალა. მიზეზი — „ახალი  ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა“. 

„გარდაცვლილის მანამდე აღებული ქსოვილის სინჯების ანალიზმა აჩვენა, რომ COVID-2019-ის პათოლოგიური პროცესი ძალიან ჰგავს ატიპიურ პნევმონიას (SARS-ი — მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი) და MERS-ს (ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომი), თუმცა ანატომიური გაკვეთით დადგინდა, რომ ფიბროზი და ფილტვების ქსოვილის შესქელება COVID 2019-ის დროს ისეთი სერიოზული არ არის, როგორც SARS-ის შემთხვევაში, თუმცა ამასთან ექსუდაციური რეაქცია უფრო შესამჩნევი იყო, ვიდრე SARS-ის დროს“, — ნათქვამია მოხსენებაში.

აზიანებს თუ არა ვირუსი ადამიანის სხვა ორგანოებს, როგორებიცაა თირკმელები და ნაღვლის ბუშტი, ექსპერტები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, ვინაიდან გარდაცვლილი მოხუცი იყო და მას არაერთი სხვა დაავადება ჰქონდა. გამომდინარე აქედან, მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა შემდგომი კვლევა.

ვრცელდება უჰანელი ექიმების რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით: როგორ მოვიქცეთ>>

ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით COVID 2019-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 83 389 ადამიანს შეადგენს. აქედან ჩინეთზე 78 824 ათასი დადასტურებული შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა, სადაც ამ დროისათვის უკვე 2022 კაცია დასნებოვნებული. სულ კორონავირუსით ინფიცირებულთაგან გარდაცვლილია 2 858 კაცი, აქედან ჩინეთში — 2 682. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა 36 57 პაციენტი (ჩინეთში 26 403 კაცი).

თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (487)

მთავარი თემები