მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აეროპორტის პოლიციამ მგზავრი ბარგის შესაფუთი „სკოჩით“ გაკოჭა – ვრცელდება ვიდეო

გამოწერა
პოლიციელებმა მგზავრს თურქულ ენაზე შევსებულ ფურცლებზე მოაწერინეს ხელი, რომელთა შინაარსიც მისთვის გაუგებარი იყო, უარი უთხრეს მას ადვოკატის მოწვევაზე და 2400 დოლარიც ჩამოართვეს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. კამერუნელი ბიზნესმენი, რომელიც Turkish Airlines-ის თვითმფრინავით მგზავრობდა, სტამბულის აეროპორტის თანამშრომლებმა ბარგის შესაფუთი ლენტით გაკოჭეს, იუწყება The Sun-ი.

ინტერნეტით გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ვიღაც, მხრებგაკრულ მგზავრს წითელი პერანგი გადააფაროს მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი დახმარებას ითხოვს.

როგორც დაზარალებულმა მგზავრმა ემანუელ ფოსო სომეოდ ჩეჯუმ განაცხადა, ის დუბაიში მივლინებით მიფრინავდა. მისი თქმით, სტამბულის აეროპორტში სხვა თვითმფრინავში გადაჯდომამდე რვა საათი თავისუფალი დრო ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა, ქალაქში გაესეირნა. მაგრამ ის მოულოდნელად საპასპორტო კონტროლის თანამშრომლებმა დააკავეს და განუცხადეს, რომ ყალბი ვიზა ჰქონდა. 

აეროპორტი - Sputnik საქართველო
საეჭვო მგზავრის ნიშნები: ვის ამოწმებენ აეროპორტებში განსაკუთრებული გულისყურით

ამის შემდეგ, როგორც კამერუნელი ბიზნესმენი აცხადებს, პოლიციელებმა მას თურქულ ენაზე შევსებულ ფურცლებზე მოაწერინეს ხელი, რომელთა შინაარსიც მისთვის გაუგებარი იყო. ამასთან, სამართალდამცველებმა უარი უთხრეს მას ადვოკატის მოწვევაზე და 2400 დოლარიც ჩამოართვეს.

ემანუელ ფოსო სომეოდ ჩეჯუ ამბობს, რომ თურქი პოლიციელები მას არასათანადოდ მოეპყრნენ — სცემეს, გაკოჭეს და პირში ხელსახოცებს ტენიდნენ, რათა გაეჩუმებინათ.

კამერუნელის თქმით, ის ყოველთვის ერთი და იმავე ტურისტული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობდა და აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ვიზა შეიძლება ყალბი ყოფილიყო. გაირკვა, რომ მისი პარტნიორებიც სწორედ ამ მიზეზით, ყალბი დოკუმენტების გამო იყვნენ დაკავებული.

საბოლოოდ მამაკაცი სამშობლოში იმავე ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავით დააბრუნეს, რომლითაც სტამბულში ჩაფრინდა.

ყველა ახალი ამბავი
0