მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინულ სადგურზე წითელი თოვლი დევს: სამინისტრო ფოტოებსა და განმარტებას ავრცელებს

© Photo: Ministry of Education and Science of Ukraine / FBწითელი თოვლი უკრაინის ანტარქტიკულ სადგურზე
წითელი თოვლი უკრაინის ანტარქტიკულ სადგურზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც წითელი ფერის თოვლის საფარველი ჩანს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. უკრაინის ანტარქტიკულ სადგურზე „აკადემიკოსი ვერნადსკი“ წითელი თოვლი მოვიდა, წერს ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარ Facebook-გვერდზე.

სამინისტრო პოსტს თან ურთავს ფოტოებს, რომლებზეც სადგურის ტერიტორიაზე წითელი ფერის თოვლის საფარველი ჩანს.

როგორც ირკვევა, თოვლს ასეთ შეფერილობას მიკროსკოპული წყალმცენარე Chlamydomonas nivalis აძლევს. ისინი ქმნიან დაბალი ტემპერატურისადმი მედეგ სპორებს, რომლებიც ზამთრობით თოვლში ინახება, თბილ ამინდებში კი (ახლა ანტარქტიდაზე ზაფხულია) სპორები ზრდას იწყებს.

აღსანიშნავია, რომ გარდა მწვანე ქლოროფილისა, წყალმცენარეების უჯრედები წითელ კაროტინულ ფენასაც შეიცავს, რაც აწითლებს კიდეც თოვლს.

 

ყველა ახალი ამბავი
0