თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თურქეთის დასავლეთ ნაწილში 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი EMSC.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით ღამის 02:43 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ იზმირიდან 89 კილომეტრში მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლსა და ნგრევაზე ცნობები არ ვრცელდება.
მანამდე ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთისა და ირანის სასაზღვრო რაიონში. მისი სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა. შედეგად, ირანში დაშავდა 75 ადამიანი, ხოლო თურქეთში 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა.