12:01 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1177)
126 0 0

დღეისათვის, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2442-ს მიაღწია, მის ფარგლებს გარეთ - 16-ს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 76 936-ს შეადგენს, 2 442 კაცი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 22 888 პაციენტი, იუწყება РИА Новости ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.

აქედან ამ დროისათვის ავადაა 51 606 ადამიანი, მათ შორის 10 968 — მძიმედ.

ბოლო 24 საათში ინფიცირების 648 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საავადმყოფოებიდან 2230 ადამიანი გაეწერა, გარდაიცვალა 97 (აქედან 96 - ჰუბეიში).

ამჟამად კარანტინში იმყოფება 4100 ადამიანი, დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი 106 ათასი ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

გარდა ამისა, ჰონგ-კონგში გამოვლინდა ინფიცირების 69 შემთხვევა (აქედან 2 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი გამოჯანმრთელდა). მაკაოში 10 ინფიცირებულია (6 უკვე გაეწერა კლინიკიდან), ტაივანზე 26 ადამიანი დაავადდა (ერთი გარდაიცვალა და 2 გამოჯანმრთელდა).

თუმცაღა, ბოლო დღეებში ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დადებითი დინამიკა შეინიშნება. პროვინცია ჰუბეის ფარგლებს გარეთ ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება, ბოლო 24 საათში 21 რეგიონში არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით დაავადების სულ 1402 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა (202 ახალი შემთხვევა), დაავადება 28 ქვეყანაში დაფიქსირდა (ბოლო 24 საათში ქვეყნების სიას დაემატა ისრაელი და ლიბანი), გარდაიცვალა 16 ადამიანი.

სამხრეთ კორეაში დაავადების 556 შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა, კლინიკებიდან გაეწერა 18 პაციენტი, კიდევ 6 039 ადამიანის ანალიზები მუშავდება.

იტალიის ხუთ რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირდა 79 ადამიანი, ორი გარდაიცვალა და ერთი გაეწერა.

კორონავირუსის ახალი კერა დაფიქსირდა ირანის ქალაქ ყუმში. ირანის ხელისუფლებამ შაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ დაავადებულია 28 ადამიანი. ამ ვირუსით ირანში უკვე 5 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ახალ კორონავირუსთან. ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა და მას ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა - COVID-2019.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1177)

მთავარი თემები