07:34 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1384)
92 0 0

​გავრცელებული ინფორმაციით, სუპერკარის შექმნისას გამოიყენეს ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც მანქანის ნაწილები სპეციალურ 3D-პრინტერზე დაიბეჭდა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ამერიკულმა კომპანია Czinger Vehicles–მა 3D-პრონტერზე დაბეჭდილი ავტომობილი წარმოადგინა.

ავტომობილი, რომლის სახელწოდებაცაა 21C შეზღუდული რაოდენობით გამოვა — სულ 80 ეგზემპლარი, და ის 1,7 მლნ დოლარი ეღირება.

​გავრცელებული ინფორმაციით, სუპერკარის შექმნისას გამოიყენეს ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც მანქანის ნაწილები სპეციალურ 3D-პრინტერზე დაიბეჭდა. ინჟინრების აზრით, ის მომავალში წარმოების ტრადიციულ პროცესს შეცვლის.

გარდა ამისა, დაბეჭდილი დეტალების გადამუშავება უფრო მარტივია და, გამომდინარე აქედან, მოცემულ ავტომობილს, ეკოლოგიის თვალსაზრისით, დიდი უპირატესობა აქვს სხვა მანქანებთან შედარებით.

ირკვევა, რომ 21C-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილის სტატუსზე აქვს პრეტენზია, ვინაიდან მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 432 კილომეტრია. ამ მხრივ ის მხოლოდ Hennessey Venom F-ს ჩამორჩება, რომელიც საათში 483 კმ–მდე სიჩქარეს ავითარებს.

თემები:
მსოფლიო დღეს (1384)

მთავარი თემები