მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მამაკაცი: ბრედ პიტი მხოლოდ მეოთხეა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირობერტ პატისონი
რობერტ პატისონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იდეალური სილამაზის მამაკაცი ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიან დე სილვამ განსაზღვრა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მამაკაცად მეცნიერებმა ბრიტანელი მსახიობი რობერტ პატისონი დაასახელეს, იუწყება გამოცემა The Sun-ი.  

ბელა ჰადიდი - Sputnik საქართველო
„ოქროს კვეთის“ ფორმულა: დასახელდა მსოფლიოს ულამაზესი ქალი

მსახიობმა, რომელსაც ამჟამად ბეტმენის შესახებ მორიგ ფილმში იღებენ, ბრედ პიტსა და დევიდ ბექჰემს მეცნიერული კვლევის საფუძველზე გადაუსწრო, რომელიც ძველბერძნული „ოქროს კვეთის“ პრინციპით ჩატარდა. გაირკვა, რომ რობერტ პატისონის პროპორციები სრულყოფილია 92,15%-ით. 

ოქროს კვეთის პრინციპი განსაზღვრავს ფიზიკურ მომხიბლაობას ტუჩების, ნიკაპის, თვალებისა და სახის სხვა ნაწილების ზომების შეფარდებით.  

ამ პრინციპით მეორე ადგილი ყველაზე ლამაზ მამაკაცებს შორის მეცნიერებმა ჰენრი კავილს მიაკუთვნეს (91,64%), მესამე — ბრედლი კუპერს (91,08%), ხოლო მეოთხე — ბრედ პიტს (90,51%). 

​გასულ წელს მეცნიერების რჩეული იყო მსახიობი ჯორჯ კლუნი, რომელიც წელს რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა 89,91%-იანი მაჩვენებლით — სახის ასაკობრივი ცვლილებების გამო. 

„იდეალური“ ციფრები, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიან დე სილვამ განსაზღვრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0