01:09 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1395)
95 0 0

გემმა ეკიპაჟის გარეშე დამოუკიდებლად გადაკვეთა ატლანტიკა, მიაღწია აფრიკას, შემდეგ კი ევროპის სანაპიროს გასწვრივ ირლანდიამდე მიცურა

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ტანზანიის დროშით მცურავმა სატვირთო გემმა MV Alta-მ, რომელზეც ეკიპაჟი არ იყო, ირლანდიის სანაპიროს კორკის საგრაფოსთან მიცურა. ამის შესახებ Irish Examiner-ის რესურსზე დაყრდნობით „Sputnik-ბელარუსი“ იუწყება.

ადგილობრივი სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 77-მეტრიანი გემი სანაპიროზე შტორმის გამო აღმოჩნდა.

ბოლოს „ხომალდი-მოჩვენება“ აფრიკასთან, ზღვაში, ექვსიოდე თვის წინ შენიშნეს, 2018 წლის სექტემბერში კი ის ბერმუდის კუნძულებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაინახეს: სავარაუდოდ, გემი სწორედ მაშინ დაიმტვრა, მისი ეკიპაჟის წევრები კი ევაკუირებული იყვნენ.

ამგვარად, ხომალდმა ეკიპაჟის გარეშე შეძლო დამოუკიდებლად გადაეკვეთა ატლანტიკა, მიეღწია აფრიკამდე, შემდეგ გაეცურა ევროპის სანაპიროს გასწვრივ ირლანდიამდე. სპეციალისტების თქმით, ასეთი სიგრძის მარშრუტის გავლა უმართავი გემისთვის - დიდი იშვიათობაა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1395)

მთავარი თემები