17:49 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1158)
92 0 0

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი ამჟამად ცხოველთა უფლებებისა და ბუნების დაცვითაა დაკავებული.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ცნობილი მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დახმარებას სთხოვს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

გავრცელებული ინფორმაციით, ანდერსონმა, რომელიც ცხოველთა უფლებების ცნობილი დამცველია, ვლადიმირ პუტინს წერილი გაუგზავნა, რომლითაც რუსეთს ანტარქტიდის აღმოჩენიდან 200 წლისთავი მიულოცა და სთხოვა, დაეხმაროს დედამიწის მეექვსე კონტინენტს ბუნების შენარჩუნებაში.

„მოგიწოდებთ, განამტკიცოთ რუსეთის ისტორიული მემკვიდრეობა რეგიონში და დადგეთ სამხრეთ ოკეანის დაცვის სადარაჯოზე“, — ნათქვამია წერილში.

ანდერსონის თქმით, ანტარქტიდა და სამხრეთ ოკეანე (ანტარქტიდის გარემომცველი წყნარი, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეების სამხრეთ ნაწილების ერთობლიობა) ძლიერ განსხვავდება იმისგან, რაც 200 წლის წინ იხილეს ბელინსჰაუზენმა და ლაზარევმა.

„ახლა კონტინენტი მწვავე კლიმატურ კრიზისსა და ბიომრავალფეროვნების დანაკარგებს განიცდის. როგორც გლობალურ თანამეგობრობას, ჩვენ შეგვიძლია შევიმუშავოთ ზომები, რომლებიც ამ ძვირფას ველურ ბუნებას შეგვინარჩუნებს მომავალში“, — აღნიშნავს ანდერსონი.

ირკვევა, რომ პამელა ანდერსონის წერილის ასლი РИА Новости-ს სამხრეთ ოკეანისა და ანტარქტიდის შენარჩუნების კოალიციის წარმომადგენელმა გადასცა, რომლის მუშაობასაც დიდ მხარდაჭერას უწევს თავად მსახიობი.

თემები:
მსოფლიო დღეს (1158)

მთავარი თემები