რა გავლენას ახდენს მამაკაცის ასაკი და სიმაღლე ქალთან ურთიერთობაზე: მეცნიერული კვლევა

CC BY 2.0 / Stephen McCulloch / Communication?ქალი და მამაკაცი
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა შექმნეს იდეალური ფორმულა, რომლითაც პარტნიორებს შორის ოპტიმალური ასაკობრივი სხვაობის გამოთვლა შეიძლება.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გრანდიოზული კვლევა, რათა შეესწავლათ, რა გავლენას ახდენს მამაკაცის სიმაღლე და ასაკი ქალებთან ურთიერთობაზე. 

ქალი და მამაკაცი ძაღლთან ერთად - Sputnik საქართველო
დასახელდა ყველაზე სახიფათო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის: სამეცნიერო კვლევა

ემორის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, მყარი ქორწინების შენარჩუნების მეტი შანსი აქვთ ასაკით ტოლ წყვილებს. ეს აიხსნება როგორც წყვილის საერთო ინტერესებით, ისე იმ ფაქტითაც, რომ ისინი ერთ დროში, ერთ პოლიტიკურ გარემოში გაიზარდნენ და ამიტომ ერთმანეთის ყველაზე უკეთ ესმით.

სტატისტიკის თანახმად, იმ წყვილების 16%, რომელშიც ქალსა და მამაკაცს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 5 წელია, ერთმანეთს შორდება; თუ სხვაობა 10 და მეტი წელია, შორდება 34%, ხოლო თუ სხვაობა 20 და უფრო მეტ წელს შეადგენს, ასეთ  შემთხვევაში დაცილებულთა რაოდენობა 90%-ს აღწევს.

საქმე ისაა, რომ ესოდენ დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის გაგება. ისინი უყურებენ სხვადასხვა ფილმებს, უსმენენ განსხვავებულ მუსიკას, აქვთ განსხვავებული შეხედულებები ცხოვრებაზე.

აღსანიშნავია, რომ არსებობს იდეალური ფორმულა ასაკში ოპტიმალური სხვაობის დასადგენად. 

ნინო ხელაძე - Sputnik საქართველო
ხელაძე: ექიმები მოსალოდნელ სიმაღლეს ფორმულით ვითვლით

იმისათვის, რომ ოპტიმალური ასაკობრივი სხვაობის ქვედა ზღვარი დაადგინოთ, საჭიროა, გაყოთ თქვენი ასაკი ორზე და დაუმატოთ შვიდი. მაგალითად, თუ 24 წლის ხართ: 24:2+7=19. ესე იგი, პარტნიორად უნდა აირჩიოთ 19 (და არა 18!) წლის ადამიანი.   

ხოლო დასაშვები ასაკის ზედა ზღვარის დასადგენად საკუთარ ასაკს უნდა გამოაკლოთ 7 და გაამრავლოთ ორზე. გამოდის, რომ თუ თქვენ 24 წლის ხართ, თქვენი პარტნიორის მაქსიმალური ასაკი უნდა იყოს 34 წელი.

რაც შეეხება სიმაღლეს, აქ საქმე მარტივად არ არის. სტატისტიკის თანახმად, ქალები უპირატესობას მაღალ მამაკაცებს ანიჭებენ. ასეთი არჩევანის ფესვები ძველ დროში მიდის, როდესაც ქალი ასეთი პარტნიორის გვერდით თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდა — მაღალ და ძლიერ მამაკაცს უკეთ შეეძლო თავისი ქალისა და შვილების დაცვა.

მაგრამ თანამედროვე ქალები ხშირ შემთხვევაში მაღალ მამაკაცებს სექსუალურ პარტნიორებად ირჩევენ, ქმრად კი გამჭრიახი, კეთილი, ემოციური, მგრძნობიარე კაცი ურჩევნიათ. ამ თვისებების ფონზე ქალბატონებს საერთოდ არ აინტერესებთ კაცის სიმაღლე.

 

ყველა ახალი ამბავი
0