Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

იაპონიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

© REUTERS / ISSEI KATOიაპონელი მედიკოსები
იაპონელი მედიკოსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის იაპონიაში კორონავირუსით დაავადებულთა უმრავლესობა საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე იმყოფება.

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. იაპონიაში ხუთშაბათს ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა – ჯანდაცვის, შრომისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრის კაცუნობო კატოს ინფორმაციით, კანაგავას პრეფექტურაში 80 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.

რა გაძვირდება საქართველოში ჩინეთში არსებული სიტუაციის გამო >>

ამ დროისათვის იაპონიაში კორონავირუსით დაავადებულია 200-ზე მეტი ადამიანი. ეს ძირითადად იოკოჰამას პორტში გაჩერებული საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ის ეკიპაჟის წევრები და მგზავრები არიან. დაავადებულთა შორის არიან ასევე ტაქსის მძღოლი ტოკიოდან, ექიმი ვაკაიამას პრეფექტურიდან და უჰანიდან ჩარტერული რეისებით ევაკუირებული იაპონიის 12 მოქალაქე.

ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მეორე დადასტურებული შემთხვევაა. 2 თებერვალს ფილიპინებზე გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 44 წლის მამაკაცი უჰანიდან.

როდესაც საფრთხე შეიქმნა

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
ჩინურ კორონავირუსს ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა

ამ დროისათვის ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1369 ადამიანს მიაღწია, ხოლო დაავადებულთა რიცხვმა 48,2 ათასს. სრულად გამოჯანმრთელდა 4740 ადამიანი.

ამჟამად მსოფლიოს 24 ქვეყანაში დაავადების დაახლოებით 400 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადების ფაქტი არ გამოვლენილა. ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0