უჯრედების „წებო“ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად: დაასახელეს კოლაგენით მდიდარი პროდუქტები

© Pixabay / sasintქალი და მამაკაცი ბუნებაში
ქალი და მამაკაცი ბუნებაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსები კოლაგენს ადამიანის ორგანიზმის უჯრედებისთვის ნამდვილ „წებოდ“ მიიჩნევენ და ასახელებენ პროდუქტებს, რომლებიც მდიდარია I და II ტიპის კოლაგენით.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. კოლაგენის შემცველი პროდუქტები ორგანიზმზე სასიკეთო გავლენას ახდენს და უნარჩუნებს მას ახალგაზრდობას, აცხადებენ დიეტოლოგები. 

ნაყინი ხილით - Sputnik საქართველო
ექიმი გვირჩევს: ოთხი მავნე პროდუქტის უნიკალური სარგებელი

დიდი ხანია ცნობილია, რომ ჯანმრთელობისა და სილამაზის დიდხანს შესანარჩუნებლად აუცილებელია ჯანსაღი კვება. სპეციალისტების თქმით, მაგიდაზე ყოველთვის აუცილებლად უნდა გვქონდეს კოლაგენით მდიდარი საკვები – ხილი, ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული და სხვ.

მედიკოსები კოლაგენს ადამიანის ორგანიზმის უჯრედებისთვის ნამდვილ „წებოდ“ მიიჩნევენ. მაგალითად, ხორცის, განსაკუთრებით, ძვლების ბულიონი ცილის ბიოაქტიურ ფორმას შეიცავს. ძროხის ხორცის ბულიონი, რომელშიც ბევრი I ტიპის კოლაგენი შედის, აჯანსაღებს კანს, ხოლო ქათმის ან ინდაურის ბულიონი, რომელიც II ტიპის კოლაგენითაა მდიდარი, სახსრების სიჯანსაღეს უწყობს ხელს. 

პროდუქტები, რომლებიც მამაკაცის სისხლში ქალური ჰორმონების დონეს ზრდის: კვლევის შედეგები

სუფთა კოლაგენია კვერცხის გულშიც, ხოლო ორაგულში შემავალ კოლაგენს ემატება ომეგა-3 და თუთია, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზსა და კანის შიგნიდან დატენიანებას. 

ბოსტნეულში, ხილსა და მწვანილში, ქლოროფილის გარდა (რომელიც პროკოლაგენის რაოდენობას ზრდის), ასევე შედის კანის საფარველის მზისგან დამცავი ანტიოქსიდანტები. ციტრუსები და კენკროვნები (ჟოლო, მაყვალი, მარწყვი, მოცვი) კი, ვიტამინ C-ს გარდა, ასევე შეიცავს ტოქსინების გამომდევნ ნივთიერებებს.

ახალგაზრდობის შენარჩუნებას ხელს უწყობს გოგრის თესლიც, რომელში შემავალი თუთიაც ანელებს ცილოვან დაშლას.

გარდა ამისა, აუცილებელია იცხოვროთ აქტიურად, დაკავდეთ სპორტით და უარი თქვათ მავნე ჩვევებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0