მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ცეკვა მედიკოსებისგან: კორონავირუსით ინფიცირებულებს იმედი აჩუქეს – ემოციური ვიდეო

© photo: AFP 2020 / STRკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას თქმით, საავადმყოფოს დინამიკებიდან, როგორც წესი, განცხადებები ისმის — ხან მედიკოსების, ხანაც პაციენტებისთვის, ამიტომ როცა იქიდან მუსიკის ხმა გაისმა, ტირილი დაიწყო.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. უჰანის ერთ-ერთი ჰოსპიტლის მედიკოსებმა გადაწყვიტეს, მცირედ მაინც გაეხალისებინათ პაციენტები და საავადმყოფოში საცეკვაო მოედანი მოუწყვეს. ვიდეო სწრაფად გავრცელდა სოციალური ქსელებით და ადამიანების აღფრთოვანება გამოიწვია. 

ირკვევა, რომ დამცავ კოსტიუმებში გამოწყობილმა ორმა მედდამ, საავადმყოფოს მძიმე ატმოსფეროს შესამსუბუქებლად, მუსიკა ჩართო და ცეკვა დაიწყო. მათ უნდოდათ, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტები იძულებული გაეხადათ, საწოლებიდან წამომდგარიყვნენ, გამოძრავებულიყვნენ და დაავადებასთან საბრძოლველად ცოტათი მაინც გამოკეთებოდათ გუნება.

უნდა ითქვას, რომ პაციენტებს ბევრი პატიჟი არ დასჭირვებიათ, ისინი მალევე აჰყვნენ მედდებს ცეკვაში.

ჰოსპიტლის ერთ-ერთმა პაციენტმა გოგონამ, რომლის ნიკიცაა „აბუ“, ცეკვები ტელეფონით გადაიღო, ინტერნეტში ატვირთა და მიაწერა: „მუსიკა და ცეკვა ადამიანებს დიდი ხნის წინ დაკარგულ ღიმილს უბრუნებს“. 

როგორც მან მედია-პლატფორმა Dahe-ს განუცხადა, ვიდეოს გადაღების მომენტში თავს გრძნობდა ჟურნალისტად, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ისტორიას იწერდა. 

„ამ თავგანწირული მედიკოსების ღვაწლი ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს“, — განაცხადა „აბუმ“.  

გოგონას თქმით, საავადმყოფოს დინამიკებიდან, როგორც წესი, განცხადებები ისმის — ხან მედიკოსების, ხანაც პაციენტებისთვის, ამიტომ როცა იქიდან მუსიკის ხმა გაისმა, ტირილი დაიწყო. 

„აბუმ“ აღნიშნა, რომ ცეკვის დამთავრების შემდეგ პაციენტები კიდევ დიდხანს იღიმებოდნენ, ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, იცინოდნენ და ოპტიმისტური სიტყვებიც კი გაისმა, რომ დაავადება მალე დამარცხდება.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით ამ დროისათვის გარდაცვლილია 1113 ადამიანი, სულ ინფიცირებულია 44 653 ათასი კაცი, საავადმყოფოებიდან გაწერილია 4740 პაციენტი. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 185 ათას ადამიანს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან. 

ყველა ახალი ამბავი
0