21:35 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1075)
73010

პირველი ვაქცინა 18 თვეში იქნება მზად, ასე რომ ვირუსს ხელმისაწვდომი იარაღით უნდა ვებრძოლოთ, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთიდან ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა - COVID-2019, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა, იუწყება РИА Новости.

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს დაავადების გამომწვევი - 2019-nCoV კორონავირუსი. ბოლო მონაცემებით, ამ ვირუსით დაავადდა 42638 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3996 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობამ 1016-ს მიაღწია.

„ჩვენ ახლა გვაქვს ოფიციალური სახელწოდება ახალი კორონავირუსისთვის - COVID-2019. ჯანმოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE) შორის შეთანხმებული წესების მიხედვით, ჩვენ უნდა გვეპოვნა სახელი, რომელიც არ დაუკავშირდებოდა არც გეოგრაფიულ სახელწოდებას, არც ცხოველს, არც ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც იქნებოდა მარტივი გამოთქმაში და დაავადებას დაუკავშირდებოდა“, - განაცხადა მან.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ CO - ნიშნავს კორონავირუსს, VI - ვირუსს და D დაავადების სიმბოლოა.

გებრეისუსმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1,5 წელიწადში შეიძლება შეიქმნას.

„ვაქცინებისა და წამლების შემუშავება კვლევითი პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია. მათ შემუშავებას დრო დასჭირდება. მაგრამ, მანამდე დაუცველები არ დავრჩებით. არსებობს უამრავი ძირითადი საზოგადოებრივი ღონისძიება, რომელიც დღეს უკვე ხელმისაწვდომია და ინფექციის პრევენციის აღმოფხვრას დღესაც შესაძლებელს ხდის. პირველი ვაქცინა მზად იქნება 18 თვეში. ასე რომ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი იარაღი ვირუსთან საბრძოლველად”, - განაცხადა გებრეისუსმა.

პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან. აიკრძალა ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი. აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებში სპეციალისტები ყველა მგზავრს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1075)

მთავარი თემები