მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად 15 წლის განმავლობაში: ლეონარდო დი კაპრიო „ოსკარზე“ რჩეულთან ერთად მივიდა

© AFP 2024 / Valerie Maconლეონარდო დი კაპრიო წითელ ხალიჩაზე
ლეონარდო დი კაპრიო წითელ ხალიჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ლეონარდო დი კაპრიო „ოსკარის“ ცერემონიას საყვარელ ქალთან ერთად ბოლოს 2005 წელს ეწვია.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო „ოსკარის“ ცერემონიაზე, პირველად 15 წლის განმავლობაში, ახალგაზრდა ქალთან ერთად მივიდა, იუწყება Harper's Bazaar.

გავრცელებული ინფორმაციით, დი კაპრიოს რჩეული 22 წლის მოდელი და მსახიობი კამილა მორონეა.

​ირკვევა, რომ წყვილმა წითელ ხალიჩაზე ცალ-ცალკე გაიარა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიაზე ისინი ერთად ისხდნენ პირველ რიგში. გამომდინარე იქიდან, რომ ცნობილი სახეები ურთიერთობის აფიშირებას ერიდებიან, წვეულებებზე მათი ერთად ნახვა იშვიათად არის შესაძლებელი.

ცნობილი ხდება, რომ ლეონარდოსა და კამილას ოჯახები მეგობრობდნენ და ლეო თავის მომავალ რჩეულს პირველად მაშინ შეხვდა, როდესაც გოგონა სულ 12 წლის იყო.

მანამდე კამილა მორონემ დი კაპრიოსთან 23-წლიანი სხვაობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სულაც არ აღელვებს ასაკში ესოდენ დიდი სხვაობა.

„ჰოლივუდისა და მსოფლიოს ისტორიაშიც ძალიან ბევრი წყვილია უზარმაზარი ასაკობრივი სხვაობით. ვფიქრობ, რომ ადამიანებს შეუძლიათ ხვდებოდნენ მათ, ვისთანაც სურთ ურთიერთობა“, — განაცხადა მოდელმა.

აღსანიშნავია, რომ ლეონარდო დი კაპრიო „ოსკარის“ ცერემონიას საყვარელ ქალთან ერთად ბოლოს 2005 წელს ეწვია. მაშინ ლეონარდო წითელ ხალიჩაზე ბრაზილიელ მოდელ ჟიზელ ბუნდჰენთან ერთად გამოჩნდა.  

 

ყველა ახალი ამბავი
0