თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. კორეელი ქალი ჯან ჯი-სუნი ოთხი წლის წინ გარდაცვლილ თავის გოგონას ვირტუალურ სამყაროში შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის ნაიონი 2016 წელს გარდაიცვალა ლეიკემიით. ოთხი წლის შემდეგ კი ინჟინრებმა და ვირტუალური რეალობის სპეციალისტებმა „გააცოცხლეს“ ის და დედას საშუალება მისცეს, დალაპარაკებოდა შვილს, ხელით შეხებოდა მას, აღენიშნა შვილის დაბადების დღე. ეს გულის ამაჩუყებელი კადრები კი აჩვენეს დოკუმენტურ ფილმში „მე შეგხვდი შენ“.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილების ციფრულ სამყაროში „აღდგენას“ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს მათი ნათესავების ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით. ეს ფილმი კიდევ ერთხელ წამოჭრის VR-ტექნოლოგიების გამოყენების ეთიკური ნორმების თემას.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჯან ჯი-სუნი მეტად ბედნიერად გრძნობს თავს შვილთან შეხვედრით — თუნდაც ვირტუალურ ფორმატში.