21:26 04 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
104 0 0

ადგილობრივი ხელისფლების ცნობით, დღეს ახალმა ზვავმა ხუთი ავტომობილი დაფარა, რომლებშიც სამაშველო სამსახურის 50-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფებოდა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik.  თურქეთის აღმოსავლეთში, ვანის პროვინციაში ჩამოწოლილ ზვავს 23 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება მედია ვანის გუბერნატორ მეჰმეთ ემინ ბილმეზზე დაყრდნობით.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ბახჩესარაის რაიონში ზვავის გამო ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისფლების ცნობით, დღეს ახალმა ზვავმა ხუთი ავტომობილი დაფარა, რომლებშიც სამაშველო სამსახურის 50-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფებოდა. დაიღუპა 11 მათგანი. გარდა ამისა, მსხვერპლია მოხალისეთა შორისაც.

ბილმეზის თქმით, სულ დაღუპულია რვა ჟანდარმი, დაცვის სამი თანამშრომელი, სამი მეხანძრე და 9 სამოქალაქო პირი, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას.

 

მთავარი თემები